ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2013


სამი ლექსი ციკლიდან წვიმა


***
წვიმა დესანტია,
ტყეში იმალება,
მაგრამ მოსჩანს სოკო,
წვიმის პარაშუტი...

***
სამჯერ წავიკითხე
გუშინ მოპასანი,
მერე მოვუსმინე
ჰანგებს - ბონა სერა -
მიწამ დაიჭირა
სოკო ქოლგასავით,
როცა გვარიანმა
წვიმამ დაასველა...

***
მთელი ღამეა
ჩემს სოფელს ძინავს,
მივჩერებივარ
ღრუბელს ირიბად
და სოკოსავით
იზრდება წვიმა
მიწის ნოტიო
ზედაპირიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები