ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2013


ცოდვა

უკეთურ ფიქრებში გახვეულ წარსულით
ბაალმა კრეტაზე შესცოდა იშთართან,
უღმერთო ღმერთივით ცხოვრობდა ავსული
რომელიც განსაცდელს ელოდა ჭიშკართან...

ბაბილონს აგებდნენ ხორციელ სურვილით
ცასავით მაღალს და მისასვლელს უფლამდე,
მე ვითომ პოეტი წარსულთან სულ ვივლი
მაშინაც ბილიკს რომ მივყავდე ყულფამდე...

გამრავლდა ამ ქვეყნად ნიშანი, დამღა და
ბეჭედი,უღვთო და ძალიან საშიში,
ცოდვილმა ცხოვრებამ ძალიან დამღალა
იკლავენ ყველაფერს ინდური ჰაშიშით...

არაფერს უშვებენ უშტრიხო კოდებით,
ყოველ დღე მატულობს ცოდვილთა ქმედება,
ძალიან მტკივა და ყველაფრით ვყოვნდები
ყველაფრის შემყურე,სიბრაზე მედება

გულზე და ვლოცულობ სულ ყველას მაგიერ,
ვირწმუნოთ ღმერთი და მართალი დიდება,
ვეწამოთ ყოველთვის ჩვენს მამას,სახიერს,
ახლა კი სიკეთის კეთება მინდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს