ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურიძე
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2014


მეტი არ მეთქმის ♥

დღეს მე შენთან ერთად ყოფნა მინდა
ახლოს მყავდე უმანძილო სივრცით,
მინდა გერქვას სიცოცხლზე მეტი
ან უბრალოდ ჩემი თბილი ბიჭი,

შენი გულის მინდა ვიყო რითმა
ან.... გავლექსო შენი ფიქრი ჩემზე,
მინდა სითბო ამ თითების მკვეთრი
და შენი ხმის გაგონება მინდა,

მინდა ღამე გათევინო ფიქრით,
რომ კვლავ დიდი მონატრებით მიგრძნო,
მინდა შენით იწყებოდეს დილა
და შენითვე დაღამება ვიგრძნო,

მინდა ისე მოგანატრო თავი
რომ გრძნობებმა დაგახვიოს თავბრუ,
მინდა პროზად გესუბრო , ანდა.....
ანდა ლექსად ყველაფერი გითხრა!

დღეს მე შენთან ერთად ყოფნა მინდა
ახლოს მყავდე უმანძილო სივრცით,
მინდა გერქვას სიცოცხლზე მეტი
ან უბრალოდ ჩემი თბილი ბიჭი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს