ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი ვერცხლის ჩიბუხით
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2014


ძვირფასო, ფიფქი წვიმდა...

იანვარი იდგა კარგო, ჰოდა
გარეთ ურცხვად,სველი წვიმა თოვდა,
მახსოვს, რომ თქვი - "ფიფქის თოვა მინდა",
ეხლა კი, ოჰ, ფიფქი თითქოს წვიმდა...
არ ფიქრობდა შენზე, სულ არ, ჰოდა
იანვარის სიძულვილი მქონდა,
ვუყურებდი ამინდს ფანჯრის წინ და
ვტიროდი, რომ გარეთ ფიფქი წვიმდა...
გულში სევდა გროვდებოდა, ჰოდა
გარეთ მაინც ურცხვად წვიმა თოვდა...
ვიხსენებდი, რომ თქვი - ფიფქი მინდა...
ოჰ, ნანატრი შენი ფიფქი წვიმდა...
მონატრებაც გროვდებოდა, ჰოდა
გულში კარგო უშენობა თოვდა,
შემოგბედე - "შენი სული მინდა"
გახსოვს? მაშინ ცრემლი როგორ წვიმდა -
ცრემლი ჩემი თვალებიდან ჰოდა
მაშინ ბედის სიძულვილი მქონდა,
გიყურებდი ქალღმერთს - შენ ჩემ წინ და
ცრემლი კიდევ უფრო მეტად წვიმდა...
ეჰ, ეს მაშინ... ეხლა წვიმა თოვდა,
კარგო შენ კი ფიფქს ნატრობდი, ჰოდა
სიძულვილი მქონდა ამ თვის წმინდა,
შენს ნატრვრაში ფიფქები რომ თოვდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები