ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2014


ეძღვნება ჯანო შენგელიას.

კარგი ხარ, ჯანო და ღირსი ხარ პოეტი გერქვას,
რადგანაც შენში პოეზია სისხლზე მეტია,
მაინც საიდან ჩემო კარგო ამდენი სევდა?!
ცას ნუ შეხედავ ვარსკვლავები როცა წყდებიან...
ძმაო, ხვალიდან შეიძლება დაიწყოს თოვა,
სასწაულების გევედრები, ოღონდ იწამე,
წელს დამიჯერე სულ სხვაგვარი ზამთარი მოვა,
იმედის თოვა დაიწყება ცოდვილ მიწაზე,
სევდის ნაბადი გადააგდე სახელდახელო
ხომ შეგიკერა გაზაფხულმა ჭრელი პერანგი,
არ მისცე ნება ამ ცხოვრებას შენც რომ გაგთელოს
გავჯიუტდეთ და ვერ გვაჯობებს ძამი ვერავინ!
მერე რა, თუკი, ჩვენ არავინ გვასწავლა ხატვა,
დღეიდან აღარ გავიკაროთ მუქი ფერები,
ახლა შენს გარდა მე ამ ქვეყნად არავის არ მწამს...
სწორედ ამიტომ სტრიქონებით მოგეფერები.
ჩემო ძამიკო შენი გულის მე მიყვარს ფეთქვა,
რადგანაც და ვარ, უცხო სისხლი არაფერია.
რამდენი რამე კიდევ მსურდა ამ ლექსით მეთქვა,
გაიღიმე და ტკივილები გაქარწყლდებიან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები