ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე ჩახუნაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2014


***

ალენ!ვარცხნილობა შევიცვალე...
გჯერა?აჩემება არ ყოფილა,
( მსავსად ჩემი სახლის შვეიცარის)                         
ტკივილს დავატარებ , ნაყოფივით.

ხშირად ვერ ვეწევი გულის  ცემას,
ღამით მემართება მწვავე სპაზმი,
რადგან უშენობა გამივრცელდა
როგორც თავის ტვინში მეტასტაზი

ალენ! ვარცხნილობა შევიცვალე....
ახლა  მზეზე მეტად მენატრები ,
ხმელი ფოთლებივით დამიცვივდა
შენი საყვარელი ქერა თმები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები