ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: იუმორისტული
20 მარტი, 2014


ირონიანარევი იუმორი


კატა-თაგვობანა ვითამაშოთ,
სხვაგვარად,ახალი წესებით,
მერე მზეს ღიმილი მივახატოთ,
სამყაროს ვუცვალოთ ფერები...
არ მოგწონს?ნიღაბი მოირგე.
ცხვრის ტყავში დღეს ბევრი მგელია,
ჯეკპოტი ვერაფრით მოიგე?
კაიფი ხომ ბევრად მეტია.
გაიცნობ ვიღაცას ონლაინ,
უყვები სევდიან ნოტებზე,
,,კაროჩე",არ გვინდა მორალი,
ხომ არ გსურს ეგრევე მომბეზრდე?!
ამბობ,რომ:,,წარსულში სხვა იყო“,
დღეს,ივას სტუმრობენ ქალები,
შეეშვი დალევას ძამიკო,
თორემ მოგიმრავლდა ვალები.
რა გოგო,ბიჭია კაბაში,
არ კრძალავს დემოკრატია,
ხმალი იჟანგება ქარქაშში,
ეშმაკი კვლავ იგებს პარტიას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები