ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2014


(ხალხურ მოტივზე)

      *****


წამლეკე ფიქრო,
წამლეკე....
გაუვალ გზებზე
მახეტე,
გულო, ამოსთქვი
სათქმელი,
სულო, ამომხდი,
ამოხველ!
ცაო, დამატყდი
სეტყვადა,
უბედურს ბედის
მძევალსა.
აღმართზე წამომაწიე,
ქვა უბედობის
მთებადა.
უღელ-კეხიან 
სოფელო,
ვეღარ გაგიძლო
მეტადა,
მზეო,დამფერფლე,
დამფერფლე.
ქარო ,წამიღე
ველადა.
ბედის მდურება
ტიალი,
უბედურს უბედობადა,
თუ ბედი არ
გამოჩარხე,
შრომა ფუჭია
უქმადა.
ღმერთო,შემინდე
უმადურს,
გმობა სიცოცხლის
ურვადა,
ვაი,დედასა
უბედურს,
ვაი, ცრემლებსა
მდუღარსა.
გულო,ამოსთქვი
სათქმელი,
ეგებ მეშველოს
მოთქმადა,
წამლეკე ,ზღვაო,
წამლეკე,
ფიქრო,მოეშვი 
ჭმუნვასა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები