ამჯერადაც დამვიწყებია, რასაც ნიშნავდა ხელზე უწინ დასმული ჯვარი, ისეთი გამძლე უნდა გამება "ძაფი", როგორც ხისტი გადასაბმელი, ვერ მორეოდა ვერცერთი "ქარი", რომ სიმშვიდეში დასაბრუნებლად მქონოდა კვალი, დაბრუნებულს შეღებული დამხვედროდა "პირველი კარი", მაგრამ ვიჩქარე და ბავშვობიდან ისე სწრაფად ამოვიზარდე, გადამავიწყდა...