 | ავტორი: ციცინო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 8 აპრილი, 2014 |
სოფლის უპერსპექტივო მსახლეობამ ლუკმაპურის ძიებაში თავი დედაქლაქს შეაფარა. მთელი სასიცოცხლო პოტენციალის ერთ წერტილში დაგროვებამ თბილისი თავკომბალას დაამსგავსა, რეგიონები კი უფუნქციოდ დატოვა. შედეგად _ უმუშევრობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა, პროვინციები ახალგაზრდებისაგან დაიცალა და მიწა გლეხის გარეშე დარჩა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა, თვით უკიდურესად კეთილგანწყობილი მეგობარიც კი, ვერ გააკეთებს. „არ შეიძლება კულტურული ენერგიის თბილისში დაგროვება და პროვინციის უდაბნოდ ქცევა!” - ეს სიტყვები პუბლიცისტ იოსებ ხახანაშვილს ეკუთვნის. (1918 წელი, გაზ. „საქართველო”, №236, „პოლიტიკურ და კულტურულ აღმშენებლობისათვის) თუ თარიღს უგულებელვყოფთ, თანამედროვეობის ზუსტ სურათს მივიღებთ. არადა, წესით, ჭკვიანი ერი საკუთარ შეცდომებზე უნდა სწავლობდეს. შესაძლოა ვინმე შემედავოს კიდეც, რადგან ამა თუ იმ ქალაქში ე.წ. „მშენებლობის ბუმია”, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის და, რასაკვირველია, ვერც ამინდს შექმნის. თბილისის მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც, თავისთავად ცხადია, საქალაქო აგლომერაციების რიცხვის ზრდასაც გამოიწვევს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ უსასრულოდ ვერაფერი გაგრძელდება. ამ სერიოზულ პრობლემას პროფესიონალმა ეკონომისტებმა უნდა მიხედონ, თუმცა ეს სხვა საუბრის საგანია. მე თქვენი ყურადღების შეჩერება გონებრივ ატროფიაზე მსურდა, რაც ყოველივე ზემოთთქმულისა და ქვემოთ სათქმელის შედეგია. ეს მოკლე შესავალიც იმის ხაზგასასმელად დამჭირდა, რომ შედეგი მიზეზის გარეშე არ არსებობს. რატომ გამოგვერეცხა გონება, დაგვიბინძურდა ენა, გაგვიცვდა გემოვნება და, საბოლოოდ, დავდაბალღობევდით - აი, ამ წერილის ძირითადი სათქმელი. სიტყვები პროვინცია და პროვინციელი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ამ რეგიონის მცხოვრებს ნიშნავს. რაც თავისთავად ცხადია, პროვინციალიზმის არსთან თითქმის არავითარ კავშირშია. გონების გაურანდავობა გეოგრაფიული ცნება არ გახლავთ და ყველა წერტილში მცხოვრებთა სენად შეიძლება იქცეს. სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს, თორემ ყველასათვის ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ევროპელი ჩარგალში ცხოვრობდა და ლუკა რაზიკაშვილად იცნობდნენ. პროვინციალიზმის გამოვლინებაა, როცა ქალაქში ყველას ჩაცმისა და მატერიალური მდგომარეობის, ანუ სოციალური სტატუსის მიხედვით აფასებენ და თუ ვინმეს მდიდარი მამიკო, ან უარეს შემთხვევაში, ბიძა ან საყვარელი არ ჰყავს, მისი საქმე, პროფესიულ-კარიერული თვალსაზრისით, წასული რომაა. რუსთაველის სამშობლო უწიგნურობის მიხედვით ბოლოდან მე-9 ადგილზე ყოფილა. აი, ეს კატასტროფული მდგომარეობა, ეს სავალალო სტატისტიკა შობს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ კრიზისს, საიდანაც თავი ვერაფრით დაგვიღწევია. გულუბრყვლონი ყველაფერს ტექნიკის ბუმს აბრალებენ: „სხვა რა უნდა ქნას მოზარდმა, როცა ათასი „ჩათი” და კომპიუტერული თამაში არსებობს, ტანჯვას - აქ წიგნთან ურთიერთობა იგულისხმება, დროის სასიამოვნოდ გატარება ურჩევნიაო. ჰოდა, რაკი ასეა, სწორედ ამიტომ მოგვიმრავლდა უწიგნური ტელეწამყვანები, გრამატიკული შეცდომებით გაჯერებული რიტორიკით რომ გვმოძღვრავენ, ამიტომაა ტელევიზორიც რომ ვერ ჩაგირთავს. ამიტომაა, რომ ხელოვნების მესვეურნიც სათანადო დონეზე არ დგანან და საეჭვო ღირებულების პროდუქციას გვაჩეჩებენ, ამიტომაა ჟურნალიზმი ნეგატიურ და სკანდალურ ნიუსებს რომ გახლავთ გამოკიდებული. რა ქნას რედაქტორმა, როცა საზოგადოების დაკვეთა ასეთია?! როცა დოსტოევსკიზე მეტად დეისაძე მოსწონთ და მანველიძის „მგლებმა” და აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებმა” ყველა რეკორდი მოხსნა, მაშინ, როცა რეალურად საინტერესო ავტორებს არავინ იცნობს. სამწუხაროდ, ქაღალდი ყველაფერს იტანს, ამიტომ მაღალ იდეალთა წილ ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი მოგვიჭარბდა. მსუბუქი ეროტიზმი ლიტერატურას შესაძლოა უხდებოდეს კიდეც, მაგრამ უხამსობის თავსმოხვეული დეკლარირება მისთვის ნამდვილად უცხოა და არც ობივატელური ფრაზების სიუხვე-სიჭარბე წამოადგენს ტექსტისთვის რაიმე ღირებულებას. არადა, ლიტერატურულ საიტებსა და წიგნის მაღაზიებში სწორედ ასეთ რამეს ისეთი დახლი უდგას, გაგიკვირდება. ამიტომაცაა თანამედროვე ახალგაზრდა ბარათაშვილის ლექსებს მონაჩმახსა და „ჯანდაბას” რომ უწოდებს, მოუფროსოთ კი „ვეფხისტყაოსანში” ვეფხვებისა და ლომების სირბილის მეტი ვერა დაუნახავთ. ეს ავტორთა პრობლემა არ გახლავთ, ჩვენი პრობლემაა და თუ ეს სენი მოგვეძალა, მერე უკვე, ვერც რამეს შევქმნით და არც შექმნილის შეფასების უნარი გვექნება. გონების გამორეცხვა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ფასად დაგვიჯდება და სხვის მოსამსახურეებად გვაქცევს. ენა კი ავადაა, საშინელი ხვედრი განუმზადეს საკუთარმავე შვილებმა და ვინ იცის რამდენი „ვინები” და „დაურეკიები” დააბინძურებენ. „რა ენა წახდესო”, - ნათქვამია და რითაც ეგ ფრაზა მთავრდება, ამის მიხვედრა არ გაგიჭირდება, ჩემო გადაღლილო მკითხველო. ჰოდა, სწორედ ის დროა უგემოვნობა-უხამსობისა და შენიღბული პროვინციალიზმის წინააღმდეგ დოჩანაშვილისეული კარცერ-ლუქსებით გავილაშქროთ, თორემ მერე მართლაც ძალიან გვიან იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ინტელიგენცია სად არის?თუ მარტო ,,პროვინციელები'' არიან ? =)))))))))))))))))))) ინტელიგენცია სად არის?თუ მარტო ,,პროვინციელები`` არიან ? =))))))))))))))))))))
16. ალბათ, გახსოვთ ერთი "იუმორისტული" გადაცემის წამყვანის, ზვიოს ფრაზა - "დევეძალოთ საშუალოს"... ჰოდა, შეძახილმა შემეცნების ხე კი არ გაახმო, გაა-სა-შუა-ლო-ვა!!! ახლა კი მთლად უსაშველო გვჭირს, საღად აზროვნებაში გარღვევა გვაქვს... ქართველს ყველაზე დიდ გასაჭირშიც კი იუმორის გრძნობა შველოდა, სატელევიზიო "იუმორმა" კარგა ხანია მოგვჭამა ჭირი, რადგან "ცოცხი შეგიჭამეს" დონესაც ვერ ქაჩავს... შEმთხვევითი არ არის ჩემს მიერ აქცენტის იუმორზე გადატანა, რადგან, როცა არც სხვაზე გეცინება და არც საკუთარ თავზე, ეს იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც "მთლად ჩიტივით" ვერ არის ჩვენს საზოგადოებაში... პუბლიცისტური წერილის ავტორს ზედმიწევნით სწორად აქვს დასმული აქცენტები, რა გვჭირს და რატომ... არც ჩვენი ვიცით, არც სხვისი გვეყურება და დასავლეთიდანაც თუ რამ გადმოვიღეთ, უმეტესად მრუდე სარკეში დანახულ-არეკლილი... იცით, რა მაკვირვებს? თბილისის რომელიმე უბანში, მეცხრე-მეათეზე რომ ცხოვრობს სოფლიდან ჩამოსული კაცი და პირველი სართულის წინ ეზოს რომ შემოღობავს, შიგ ბოსტანს დათესავს, კრუხსაც დასვამს და მეზობლის ბავშვებსაც დაუტატანებს, - ღობის იქით ბურთი არ გადაგივარდეთ, ბოსტანი არ გამიფუჭოთო... შე დალოცვილო, თუ ასეთი მიწის მუჭუჭი იყავი, იქ არ გქონდა შენი სოფელი, თავისი მოუვლელი ბაღ-ბოსტნით, გაუსხლავი ვენახითა და დაუთესავი ყანით? ასეთ ქმედებასა და აზროვნებას მოკლედ და კონკრეტულად ქაჯობა ჰქვია, რამაც უეჭველად "გვაჯობა" ბეტეერული მიწოლის, კარის მიხურვის შემთხვევაში ფანჯრიდან შეხტომის და "ჩეიჩოჩე ისიდორეს" უკვე ჩვეულებად ქცეულ ამბავში... ალბათ, გახსოვთ ერთი "იუმორისტული" გადაცემის წამყვანის, ზვიოს ფრაზა - "დევეძალოთ საშუალოს"... ჰოდა, შეძახილმა შემეცნების ხე კი არ გაახმო, გაა-სა-შუა-ლო-ვა!!! ახლა კი მთლად უსაშველო გვჭირს, საღად აზროვნებაში გარღვევა გვაქვს... ქართველს ყველაზე დიდ გასაჭირშიც კი იუმორის გრძნობა შველოდა, სატელევიზიო "იუმორმა" კარგა ხანია მოგვჭამა ჭირი, რადგან "ცოცხი შეგიჭამეს" დონესაც ვერ ქაჩავს... შEმთხვევითი არ არის ჩემს მიერ აქცენტის იუმორზე გადატანა, რადგან, როცა არც სხვაზე გეცინება და არც საკუთარ თავზე, ეს იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც "მთლად ჩიტივით" ვერ არის ჩვენს საზოგადოებაში... პუბლიცისტური წერილის ავტორს ზედმიწევნით სწორად აქვს დასმული აქცენტები, რა გვჭირს და რატომ... არც ჩვენი ვიცით, არც სხვისი გვეყურება და დასავლეთიდანაც თუ რამ გადმოვიღეთ, უმეტესად მრუდე სარკეში დანახულ-არეკლილი... იცით, რა მაკვირვებს? თბილისის რომელიმე უბანში, მეცხრე-მეათეზე რომ ცხოვრობს სოფლიდან ჩამოსული კაცი და პირველი სართულის წინ ეზოს რომ შემოღობავს, შიგ ბოსტანს დათესავს, კრუხსაც დასვამს და მეზობლის ბავშვებსაც დაუტატანებს, - ღობის იქით ბურთი არ გადაგივარდეთ, ბოსტანი არ გამიფუჭოთო... შე დალოცვილო, თუ ასეთი მიწის მუჭუჭი იყავი, იქ არ გქონდა შენი სოფელი, თავისი მოუვლელი ბაღ-ბოსტნით, გაუსხლავი ვენახითა და დაუთესავი ყანით? ასეთ ქმედებასა და აზროვნებას მოკლედ და კონკრეტულად ქაჯობა ჰქვია, რამაც უეჭველად "გვაჯობა" ბეტეერული მიწოლის, კარის მიხურვის შემთხვევაში ფანჯრიდან შეხტომის და "ჩეიჩოჩე ისიდორეს" უკვე ჩვეულებად ქცეულ ამბავში...
15. მთავარს ვერ ამჩნევთ. მთავარს ვერ ამჩნევთ.
14. არაჩვეულებრივად და ლაკონურად ჩამოყალიბებული რეალობის მარაზმი,რომელიც უფრო მეტს აწუხებს, ვიდრე ამ საკითხზე მოფიქრალ თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე დაუფიქსირებუა საკუთარი შეხედულება. სათქმელის უფრო მძაფრად გადმოცემისაგან თავი შევიკავე, ვინაიდან პერიფერას წარმოვადგენ და შევეცადე მაქსიმალურად მოვრიდებოდი სუბიექტურობას. არაჩვეულებრივად და ლაკონურად ჩამოყალიბებული რეალობის მარაზმი,რომელიც უფრო მეტს აწუხებს, ვიდრე ამ საკითხზე მოფიქრალ თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე დაუფიქსირებუა საკუთარი შეხედულება. სათქმელის უფრო მძაფრად გადმოცემისაგან თავი შევიკავე, ვინაიდან პერიფერას წარმოვადგენ და შევეცადე მაქსიმალურად მოვრიდებოდი სუბიექტურობას.
13. ჰო, ეს იმდენად, იიიმდენად დიდი პრობლემაა,.. =) ჰო, ეს იმდენად, იიიმდენად დიდი პრობლემაა,.. =)
12. სოფელში მივიღე განათლება და არცთუ ურიგო... თავდაჯერებულობა და სითამამეც იქიდან გამომყვა :) სიამოვნებით ვიქნებოდი სოფლის სკოლის მასწავლებელი ზუსტად იმის დასამტკიცებლად, რომ ... სოფელში მივიღე განათლება და არცთუ ურიგო... თავდაჯერებულობა და სითამამეც იქიდან გამომყვა :) სიამოვნებით ვიქნებოდი სოფლის სკოლის მასწავლებელი ზუსტად იმის დასამტკიცებლად, რომ ...
11. გეთანხმებით, კატიე. მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში. გეთანხმებით, კატიე. მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში.
9. "პროვინციალიზმი ყველაზე ნაკლებად პროვინციებში იგრძნობა." -ვეთანხმები ჯონათანს. ახლა უცებ გამახსენდა, მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ზუსტად პროვინციალიზმზე გუშინ, და აღვნიშნეთ, რომ ხშირად ხდება, რომ ამ პროვინციალიზმს უფრო ავლენენ ხოლმე ქალაქელები, მათ შორის თბილისელები, ისინი, ვისაც წესით უფრო მეტად აქვთ განათლების მიღების და წიგნების კითხვის საშუალება. სოფლელები ხშირად უფრო გახსნილები არიან ხოლმე. თითქოს პარადოქსია, მაგრამ... :) იქნებ ეს თბილისელების ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალიცაა, რას გაიგებ. :) ყველა თბილისელს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. "პროვინციალიზმი ყველაზე ნაკლებად პროვინციებში იგრძნობა." -ვეთანხმები ჯონათანს. ახლა უცებ გამახსენდა, მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ზუსტად პროვინციალიზმზე გუშინ, და აღვნიშნეთ, რომ ხშირად ხდება, რომ ამ პროვინციალიზმს უფრო ავლენენ ხოლმე ქალაქელები, მათ შორის თბილისელები, ისინი, ვისაც წესით უფრო მეტად აქვთ განათლების მიღების და წიგნების კითხვის საშუალება. სოფლელები ხშირად უფრო გახსნილები არიან ხოლმე. თითქოს პარადოქსია, მაგრამ... :) იქნებ ეს თბილისელების ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალიცაა, რას გაიგებ. :) ყველა თბილისელს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
7. სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს.... ,---------------------- ზუსტად სოფელში წავიკითხე მთელი მსოფლიო ლიტერატურა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში! მე სოფლელი ვარ! სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს.... ,---------------------- ზუსტად სოფელში წავიკითხე მთელი მსოფლიო ლიტერატურა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში! მე სოფლელი ვარ!
6. ამოვიღებ, ცხადია, იმ კონტექსტზე, რაც ვინმემ შეიძლება ამოიკითხოს, არ მიფიქრია, ამიტომაც ვერ გავითვალისწინე :) მადლობა ამოვიღებ, ცხადია, იმ კონტექსტზე, რაც ვინმემ შეიძლება ამოიკითხოს, არ მიფიქრია, ამიტომაც ვერ გავითვალისწინე :) მადლობა
5. მტკივნეულ თემაზე (თემებზე) საინტერესოდ გითქვამთ, ჭარბსიტყვაობის გარეშე და დამაჯერებლად.
"სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს"- აქ მაქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია: - სოფლელი, სწორედაც რომ სოფელში მაცხოვრებელს ნიშნავს, ისევე როგორც ქალაქელი- ქალაქის მკვიდრს. ის ქვეტექსტი კი, უწიგნურსა და უგემოვნოზე, სწორედაც რომ უწიგნურებმა და უგემოვნოებმა ჩადეს ამ შინაარსით საკმაოდ მდიდარ სიტყვაში.
სოფლელი ვარ მე, ერთი დიდებული პროვინციიდან :)
პროვინციალიზმი ყველაზე ნაკლებად პროვინციებში იგრძნობა.
ახლა რატომღაც კარგ ტონად ითვლება თქვა- "ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ", 100-დან ასე ალბათ 95 მაინც იტყვის. და თუ მართლა ასეა, როგორღა აქვთ ამხელა გავლენა ჟურნალისტებს ( გეთანხმებით, რომ მეტწილად ბრიყვ და გაუნათლებელ, გარეგნულ ეფექტებზე დამოკიდებულ ჟურნალისტებს) ენის სიწმინდეზე? (არც გაზეთების კითხვით იწუხებს მაინცდამაინც თავს არავინ).
"მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა"- გრიშაშვილის ეს სტრიქონები ახლა დევიზადაც კი გამოდგებოდა.
მტკივნეულ თემაზე (თემებზე) საინტერესოდ გითქვამთ, ჭარბსიტყვაობის გარეშე და დამაჯერებლად.
"სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს"- აქ მაქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია: - სოფლელი, სწორედაც რომ სოფელში მაცხოვრებელს ნიშნავს, ისევე როგორც ქალაქელი- ქალაქის მკვიდრს. ის ქვეტექსტი კი, უწიგნურსა და უგემოვნოზე, სწორედაც რომ უწიგნურებმა და უგემოვნოებმა ჩადეს ამ შინაარსით საკმაოდ მდიდარ სიტყვაში.
სოფლელი ვარ მე, ერთი დიდებული პროვინციიდან :)
პროვინციალიზმი ყველაზე ნაკლებად პროვინციებში იგრძნობა.
ახლა რატომღაც კარგ ტონად ითვლება თქვა- "ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ", 100-დან ასე ალბათ 95 მაინც იტყვის. და თუ მართლა ასეა, როგორღა აქვთ ამხელა გავლენა ჟურნალისტებს ( გეთანხმებით, რომ მეტწილად ბრიყვ და გაუნათლებელ, გარეგნულ ეფექტებზე დამოკიდებულ ჟურნალისტებს) ენის სიწმინდეზე? (არც გაზეთების კითხვით იწუხებს მაინცდამაინც თავს არავინ).
"მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა"- გრიშაშვილის ეს სტრიქონები ახლა დევიზადაც კი გამოდგებოდა.
4. ძალიან ბევრი საჭირბოროტი საკითხი გაქვს წამოწეული... პირველ კომენტარს ვეთანხმები, "დაუნის სინდრომი" ჩასანაცვლებელია.
ძალიან ბევრი საჭირბოროტი საკითხი გაქვს წამოწეული... პირველ კომენტარს ვეთანხმები, "დაუნის სინდრომი" ჩასანაცვლებელია.
3. ძალიან ცოტა კითხულობს ამას სამწუხაროდ. ძალიან ცოტა კითხულობს ამას სამწუხაროდ.
2. ურბანიზაციის პრობლემა, ანუ სოფლიდან ქალაქისკენ მოსახლეობის გადინება, მწვავედ დგას ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც შვედეთია. იმ განსხვავებით, რომ შვედეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყობს სოფლის მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ მოსწყდნენ ფესვებს. ეს ზოგადად გლობალური პრობლემაა. ასე რომ, ჩვენთან როდის და საერთოდ ეშველება თუ არა ამ საკითხს, ვინ იცის. რაც შეეხება უდიდეს ევროპელებს, ვაჟას და ილიას, სამწუხაროდ მათ მხოლოდ ნაწილობრივ და ზედაპირულად ასწავლიან ჩვენთან, რის გამოც რეალურად მათი მოღვაწეობის არსი და მიზანი ზოგადად არასწორად და არასაკმარისად არის გაგებული. პარადოქსია, რომ ხშირად ახალგაზრდებიც კი ილიას და ვაჟას იმოწმებენ ისეთი 'სისულელეების ქადაგების" დროს, რაც ამ ჭეშმარიტად პროგრესულ ადამიანებს არასოდეს უთქვამთ და მეტიც, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ მთელი ცხოვრება. ძირითადად ამ წერილში განხილული პრობლემების მიზეზი კი რა თქმა უნდა "პოსტ-საბჭოთა" ქვეყნის სინდრომი და განათლების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონეა. ურბანიზაციის პრობლემა, ანუ სოფლიდან ქალაქისკენ მოსახლეობის გადინება, მწვავედ დგას ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც შვედეთია. იმ განსხვავებით, რომ შვედეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყობს სოფლის მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ მოსწყდნენ ფესვებს. ეს ზოგადად გლობალური პრობლემაა. ასე რომ, ჩვენთან როდის და საერთოდ ეშველება თუ არა ამ საკითხს, ვინ იცის. რაც შეეხება უდიდეს ევროპელებს, ვაჟას და ილიას, სამწუხაროდ მათ მხოლოდ ნაწილობრივ და ზედაპირულად ასწავლიან ჩვენთან, რის გამოც რეალურად მათი მოღვაწეობის არსი და მიზანი ზოგადად არასწორად და არასაკმარისად არის გაგებული. პარადოქსია, რომ ხშირად ახალგაზრდებიც კი ილიას და ვაჟას იმოწმებენ ისეთი `სისულელეების ქადაგების" დროს, რაც ამ ჭეშმარიტად პროგრესულ ადამიანებს არასოდეს უთქვამთ და მეტიც, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ მთელი ცხოვრება. ძირითადად ამ წერილში განხილული პრობლემების მიზეზი კი რა თქმა უნდა "პოსტ-საბჭოთა" ქვეყნის სინდრომი და განათლების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონეა.
1. მესმის ავტორის გულისტკივილი. გეთანხმებით, რომ ნამდვილად არ აქვს გეოგრაფიულ მდებარეობას რაიმე საერთო ე. წ. სოფლელობასთან. ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა, ფსევდო-მკითხველები ერთ ავტორს, ან ერთ წიგნს რომ ჩაიხვევენ და იმის იქით ვეღარ იხედებიან. ასევეა მუსიკაშიც... და ვინმე, ცოტა სხვა გემოვნების თუ გამოჩნდა, ტუჩს აიბზუებენ.
ძალიან გთხოვთ, ფრთხილად ვიყოთ "დაუნის სინდრომის" ხსენებისას. ნუ დავარღვევთ მზის შვილების უფლებებს. მესმის ავტორის გულისტკივილი. გეთანხმებით, რომ ნამდვილად არ აქვს გეოგრაფიულ მდებარეობას რაიმე საერთო ე. წ. სოფლელობასთან. ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა, ფსევდო-მკითხველები ერთ ავტორს, ან ერთ წიგნს რომ ჩაიხვევენ და იმის იქით ვეღარ იხედებიან. ასევეა მუსიკაშიც... და ვინმე, ცოტა სხვა გემოვნების თუ გამოჩნდა, ტუჩს აიბზუებენ.
ძალიან გთხოვთ, ფრთხილად ვიყოთ "დაუნის სინდრომის" ხსენებისას. ნუ დავარღვევთ მზის შვილების უფლებებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|