ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2014


მოცარული

მოცარული

მოცარული ხელებით დარიგებულ იმედებს,
ისევ იმ გახელებით შეგიგროვებ ყვრიმალთან,
ვხედავ, შენი ცრემლები, უჩემობას იბედებს,
ვცდილობ, მაგრამ ვერ ვამბობ, რომ ისევ შენ მიყვარხარ.

დახურული წიგნიდან გადმოცვენილ ღიმილებს,
მოვბოჭავ და მივაბნევ, სიყვარულის ნაძვის ხეს,
მერე თუნდაც დარჩენა, მილიონად მიღირდეს,
მაინც წავალ, დაგტოვებ. ჩემს ნაოფლარ ბალიშზე

ჩაემხობი პირქვე და, ისევ ისე შეიგრძნობ,
ჩემს სურნელს და სუნთქვას და, ისევ გაგახსენდები,
ვიცი რომ მაპატიებ, ყველა ცოდვას შემინდობ,
ჩემს მოსვლამდე ვიცი რომ დაგეზრდება მერცხლებიც.

თმებიც შეგევერცხლება, მოლოდინი ჩაგაქრობს,
ნაოჭებში დამარხულ მზერით შარას გახედავ,
და ერთხელაც ნახავ, რომ აქვე ახლოს, განა შორს,
კიბის თავზე ვზივარ და შენი ნატვრაც ახდება.

ისევ იმავ ხელებით მე მოგიტან -არაფერს,
დაბლა დახრილ მზერაში, ვერ დაიჭერ ვარსკვლავებს,
მიხვდები რომ მოვედი, იმიტომ რომ არ გყავდე,
დამიტირო უცრემლოდ და, -შენს გვერდით მმარხავდე...

7.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს