ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 აპრილი, 2014


ცათამბჯენი

ვერ გავაჩერე ევას სისხლი
ცისფერ ზოლებში
ტალღებად დააქვს მრუშობის სიტკბო,

(რომელსაც ვმალავ მრავალი ნიღბით)
მიგატოვებდი,
არ კმარა ძალა, დამტოვე თვითონ!

ღამენატეხი ალიონზე ვმალავ ქურდივით
(ნაფიქრებს შენზე)
არაფერი მაკავებს ახლა,

რომ დავიტოვო განაჩენად შენზე წუხილი
ცათამბჯენს ვეძებ,
დღეს ბოლოჯერ დავხედავ ქალაქს..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები