ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აპრილი, 2014


უმტევნებო ხეივანი

ალბათ ჩემთან სოფელში
უმტევნებო ხეივანს
პაპის ხელი აკლია, მე კი ხელისგულები.

რაღა არის ნუგეში,
როცა სულსაც შენიღბავ
და ცხოვრების დრამაზე გული აგიცრუვდება.

გუშინ ვგავდი არლეკინს,
მერე უფრო პიეროს
და ვთამაშობ უნიჭოდ ცუდად შეთხზულ სცენარში.

მერე როცა წახვედი
თითქოს სამაგიერო
იყო.. როცა იყავი მაშინ რომ ვერ გხედავდი.

ვრჩები უცხო მგზავრი და
ხეს ტოტებზე ვკიდივარ,
როგორც ჩვენკენ დამპალი, უსარგებლო ნაყოფი

სხეულივით აგიტან,
რომ დავათრევ დილიდან
ოღონდ სადმე ოთახში, სადაც შენ ხარ მამყოფე.

    (ღამის ბოდვა ამიტანს
    არ უსმინო პიეროს,
    სიცრუეა ყოველი ფრაზა, მძიმე, დეფისი

    ვერ დავიწყებთ თავიდან,
    მაგრამ, სამაგიეროდ
    ხომ გვჯეროდა (ოდესღაც) რომ სამყაროს შევცვლიდით!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები