ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2014


შენც ჩვენ ხარ

ღამის ოთხია და არც  ვიცი, რითი დავიწყო.
არც შემიძლია და არც მინდა რამის კეთება,
ვზივარ ოთახში და სარკეში თვალს არ ვაცილებ
ჩემს თავს , ოღონდაც ფიქრი შენზე გადამავიწყდეს.

სანამ იარლიყს ბანალურის მიაკრავ ჩემს მხრებს,
შენც არ გაწყენდა ჩაგეხედა თვალებში შენთვის.
შეკრთი? ნუ დარდობ, გასაჭირი ერთია ჩვენი...
ლამის გათენდა და თვალს რული არ ეკარება.

არ მემეტება ეს სიბნელე რომ დაიხარჯოს
თვალდახუჭული აქეთ-იქით საბოდიალოდ.
მე ახლა აქ ვარ და ამ წუთას მინდა, აქ ვიყო
და ჩემს ოთახში, ჩემს თავს ჩემში .მე. ჩავუსაფრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები