 | ავტორი: ფიქრის მხატვარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 მაისი, 2014 |
გამარჯობა დედა.. ძალიან მომინდა დამეწერა შენზე (მე ხომ სულ მამაზე ვწერ) ასეა დედა.. ყოველთვის მეშინოდა არ დამვიწყებოდა მამის სუნი, ნაკვთები, ხმა, მიმიკები.. და მე ვწერდი, უსასრულოდ ვწერდი მასზე. იმ ღამეებში, როცა მოდიოდი და მეხუტებოდი. მე კი წარბის აწევით ვამბობდი, რომ არ მეცალა, რომ ვწერდი. მერე გეძინებოდა და მე დავტიროდი მამას, მინდოდა თვალები ამწვოდა, ამწვოდა ისე, რომ ვეღარაფერი დამენახა მისი სახის გარდა. ახლა შორს ხარ. გონების დაძაბვით ვიხსენებ შენი სიარულის მანერას, ლამაზ თითებს და ცისფერზე უფრო ლამაზ თვალებს. გუშინ ისევ ამტკივდა ფეხი, ისევ ძლივს მოვედი სახლამდე და რომ შევაღე კარი არ იყავი. ვერ გითხარი, როგორ მტკიოდა, რომ მინდოდა შავი წყალი ორი კოვზი ყავით და არც ისე ერთი შაქრით. მერე მთელი ღამე ვბოდავდი. არ მახსოვს რას, არ იყავი შენ რომ მოგესმინა და დილით ერთად გულიანად გვეცინა. მოდი დედა, მოდი იმ ღამეებში, როცა ავიღებ კალამს საწერად, გამომართვი, მოისროლე. შენც იცი ვერასოდეს დავწერ რამე ღირებულს. მოდი და ჩამეხუტე. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ნაწერს, ამასაც, რომელსაც ვერასოდეს წაიკითხავ. ხშირად მახსენდება ერთხელ ორიანი რომ მივიღე. მოვდიოდი სახლში და ხელს მიწვავდა რვეული. გზად მეზობლის ბაღში შევიარე, სახლში ამოვირბინე და შენს წინ დავდექი ზურგს უკან ხელებდამალული. -ჯერ კარგი ამბავი ვთქვა თუ ცუდი? -ცუდი.. -მიპასუხე ეჭვნარევი სახით. -მე ორიანი მივიღე, მაგრამ ვარდები მოგიტანე. მიყურებდი და სიცილს ვერ იკავებდი, მაგრად ჩამეხუტე და ჩვენს ბუდეში შევედით. იმის მერე აღარასდროს მიმიღია ორიანი. ჩვენი სოფლის წყალი გახსოვს? რომ ვსვამდით და უფრო გვწყურდებოდა. იმ წყალივით ხარ ჩემთვის. იცი რისი მწამს?! ჩვენ კიდევ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ჩავატევთ თბილისს პატარა ნაბიჯებში. დროებით დედა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მართლაც ფიქრის მხატვარი ხარ ავტორო, ისეთი ემოციური გრძნობით მოიტანე ნაფიქრალი ჩვენამდე. 5 მართლაც ფიქრის მხატვარი ხარ ავტორო, ისეთი ემოციური გრძნობით მოიტანე ნაფიქრალი ჩვენამდე. 5
16. არტე, :*) თანანა, ყოველთვის მსიამოვნებს თქვენი კომენტარები:) არტე, :*) თანანა, ყოველთვის მსიამოვნებს თქვენი კომენტარები:)
15. ძალიან ბუნებრივად არის ყველა განცდა მოტანილი, არაფერია ხელოვნური და ზედმეტი... თქვენს მოთხრობაში ყველა ფრაზას თითქოს, საკუთარი მაჯისცემა აქვს, მიყვარს, როცა სიტყვები პულსირებენ... ძალიან ბუნებრივად არის ყველა განცდა მოტანილი, არაფერია ხელოვნური და ზედმეტი... თქვენს მოთხრობაში ყველა ფრაზას თითქოს, საკუთარი მაჯისცემა აქვს, მიყვარს, როცა სიტყვები პულსირებენ...
14. ჩვენი სოფლის წყალი გახსოვს? რომ ვსვამდით და უფრო გვწყურდებოდა. იმ წყალივით ხარ ჩემთვის. იცი რისი მწამს?! ჩვენ კიდევ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ჩავატევთ თბილისს პატარა ნაბიჯებში. დროებით დედა..+++ ჩვენი სოფლის წყალი გახსოვს? რომ ვსვამდით და უფრო გვწყურდებოდა. იმ წყალივით ხარ ჩემთვის. იცი რისი მწამს?! ჩვენ კიდევ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ჩავატევთ თბილისს პატარა ნაბიჯებში. დროებით დედა..+++
13. ნიკი, =)) ნინა, მიხარია თუ..) მადლობა.. ნიკი, =)) ნინა, მიხარია თუ..) მადლობა..
12. კარგი წერილი დაგიხატავს, თბილი. :) კარგი წერილი დაგიხატავს, თბილი. :)
11. კარგი ფიქრები აქვს ფიქრის მხატვარს :) უნდა წაიკითხოს დედამაც
კარგი "ფიქრის მხატვარი" ხარ შენ :)
კარგი ფიქრები აქვს ფიქრის მხატვარს :) უნდა წაიკითხოს დედამაც
კარგი "ფიქრის მხატვარი" ხარ შენ :)
10. ჰო, მართლა.. მერაბის სტუმრობა სასიამოვნოა =)) კეთილი იყოს:) ჰო, მართლა.. მერაბის სტუმრობა სასიამოვნოა =)) კეთილი იყოს:)
9. მადლობა თქვენ..) თოლია, ჯანდაბას ყველა ნაწერი! =) მადლობა თქვენ..) თოლია, ჯანდაბას ყველა ნაწერი! =)
8. რა კარგი ნაწერია...ისეთი გულწრფელია, ტირილამდე...:-* რა კარგი ნაწერია...ისეთი გულწრფელია, ტირილამდე...:-*
7. დასტური მეორე კომენტარს ! დასტური მეორე კომენტარს !
6. ძალიან მომეწონა, სევდიანი, ღრმა აზრიანი.
ძალიან მომეწონა, სევდიანი, ღრმა აზრიანი.
5. ლამაზად ,,ხატავ'' ფიქრებს. ლამაზად ,,ხატავ`` ფიქრებს.
4. სუფთა, გულწრფელი, მიქარვების გარეშე. სუფთა, გულწრფელი, მიქარვების გარეშე.
3. მახსოვდა ეს, ოღონდ ფინალი მეჩვენა დამატებული თუ შეცვლილი მგონი? სადწავიკითხე ეგ აღარ მახსოვს ოღონდ, ფაცეზე ალბათ... ჰო მახსოვდა, ნიშნავს რომ დამრჩა შიგნით... :* მახსოვდა ეს, ოღონდ ფინალი მეჩვენა დამატებული თუ შეცვლილი მგონი? სადწავიკითხე ეგ აღარ მახსოვს ოღონდ, ფაცეზე ალბათ... ჰო მახსოვდა, ნიშნავს რომ დამრჩა შიგნით... :*
2. ბავშვური და სევდიანი : ) ბავშვური და სევდიანი : )
1. თითქოს მაინც მამაზე იყო, ისევ.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ნაწერს :)
თითქოს მაინც მამაზე იყო, ისევ.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ნაწერს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|