გამარჯობათ ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... თქვენი ცოლის, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ მას აკლია. დიახ, გეთანხმებით, მეც ვამბობ, რომ მას მართლაც აკლია, აკლია სითბო და ალერსი, ყურადღება და სიყვარული... თქვენ, თქვენს ძმაკაცებთან ამბობთ, და არ გრცხვენიათ, რომ მას სცემთ. იცით, მეც ვამბობ ჩემს ძმაკაცებთან,და არ მრცხვენია, რომ ვცემ თქვენს ცოლს, ძალიან დიდ პატივს ვცემ... თქვენი ცოლი ჭკუიდან იშლება, რადგან თქვენ ყოველთვის მთვრალი ხართ. ჰო, ჩემი სიმთვრალითაც იშლება ჭკუიდან თქვენი ცოლი, როცა მისი სიყვარულით ვთვრები, ნამდვილად ჭკუას კარგავს... ლევან თქვენ კვირაობით არ მიდიხართ თქვენს საკუთარ სახლში; აქაც გეტყვით – სწორედ მაგ დროს მეც არ ვარ ხოლმე სახლში, ჩემს საკუთარ სახლში... თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას უყურებს ფანჯარასთან მდგარი თქვენი ცოლი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მაშინ, როცა თქვენ ვერაფერს ხედავთ. მეც წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიყურებს თქვენი ცოლი, როცა მეც ვერაფერს ვხედავ კორპუსის მოპირდაპირე მხრიდან... ლევან, მას თქვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ შავ ვარდზე ჭკუას კარგავს, არც ის, რომ დილით ბედნიერი იქნება, მწვანე ჩაის თუ მიართმევთ საწოლში, მერე კი შუბლზე კოცნით გააღვიძებთ. იცით, მას არც ჩემთვის უთქვამს ეს ყველაფერი, თუმც ყოველ დილით ვუმზადებ მწვანე ჩაის და მერე შუბლზე ვკოცნი. შავ ვარდს ქოთანში კი თქვენც შეამჩნევდით ალბათ... ყველაფრის მიუხედავად, თქვენ გიხარიათ, რომ თქვენი ცოლი ფეხმძიმედაა; იცით, მეც მიხარია, ყველაფრის მიუხედავად, რომ თქვენი ცოლი ფეხმძიმედაა... მშვიდობით ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... როცა თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ გონება გექნებათ დაკარგული სიმთვრალით, ყველაფერს დალეწავთ რაც ხელში მოგხვდებათ, წერლილსაც დახევთ და თქვენი ცოლის საძებრად გაიქცებით, თუმც, როგორც წესი, სანამ სახლამდე მიხვალთ, კარგა ხნით ადრე გამოფხიზლდებით და აღარაფერი გემახსოვრებათ... იცით ლევან, თქვენ არც კი იცით, რომ პიჯაკი, რომელიც ახლა თქვენ გაცვიათ, ძალიან ძვირადღირებულია, მე იგი ევროპაში მოგზაურობისას შევიძინე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ეს ფორუმზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მიხარია აქაც რომ ვნახე. ++ ეს ფორუმზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მიხარია აქაც რომ ვნახე. ++
32. მადლობა არტეს :)) მადლობა არტეს :))
31. ძალიან მოეწონა არტეს5+++:) ძალიან მოეწონა არტეს5+++:)
30. :D მადლობა ნეფერტარ, ჩიბუხი ჩაქრა, მაგრამ გავუკიდებ ოდესმე :D მადლობა ნეფერტარ, ჩიბუხი ჩაქრა, მაგრამ გავუკიდებ ოდესმე
28. ძალიან მომეწონა, კარგი რეცეპტია ყველა იდიოტი ქმრისთვის...პრინციპში არაიდიოტისთვისაც... გამეხარდა საცოდავ ცოლს ვინმე მაინც რომ მიეპატრონა.
5 ქულა და ჩიბუხი არ ჩააქრო.
ძალიან მომეწონა, კარგი რეცეპტია ყველა იდიოტი ქმრისთვის...პრინციპში არაიდიოტისთვისაც... გამეხარდა საცოდავ ცოლს ვინმე მაინც რომ მიეპატრონა.
5 ქულა და ჩიბუხი არ ჩააქრო.
27. კონკრეტულად რას გულისხმობტ? :O კონკრეტულად რას გულისხმობტ? :O
26. აუუფ ეს მაგარია :))) აუუფ ეს მაგარია :)))
25. აქ ფხიზელი ლევანი ელაპარაკება მთვრალ ლევანს, მე ასე აღვიქვი. არაა ცუდი. აქ ფხიზელი ლევანი ელაპარაკება მთვრალ ლევანს, მე ასე აღვიქვი. არაა ცუდი.
24. აუფ. ეუფ. უფ. კარგი იყო...........2
ლევან დაგერხა ძმა ?:=)))) მაგარია იყო მოკლედ. აუფ. ეუფ. უფ. კარგი იყო...........2
ლევან დაგერხა ძმა ?:=)))) მაგარია იყო მოკლედ.
23. ვერცხლიო და შემოვვარდი, არც მინანია... შედგა ვერცხლიო და შემოვვარდი, არც მინანია... შედგა
22. ლევანი რას აკეთებს და მაგარი მთვრალია ეხლა ცოლი არ ყავს და დაბოდიალობს ნაპრავა ნალევა ლევანი რას აკეთებს და მაგარი მთვრალია ეხლა ცოლი არ ყავს და დაბოდიალობს ნაპრავა ნალევა
21. ეს იყო ცივი წყლის გადასხმა, პირსახოცი მიაშველეთ ლევანს, არ შესცივდეს :))))) ეს იყო ცივი წყლის გადასხმა, პირსახოცი მიაშველეთ ლევანს, არ შესცივდეს :)))))
20. მშვენიერი წერილია )) მშვენიერი წერილია ))
19. სისულელე არ არის, მაგრამ მაინც არ ღირს კამათი :D სისულელე არ არის, მაგრამ მაინც არ ღირს კამათი :D
18. არსებობენ სხვადასხვა ჯიშიშ კაცები ))) მაგალითად ისეთები, ვისაც ცოლები სადღაც იტალია-საბერძნეთ-თურქეთში ყავთ და თვითონ სხვის ცოლებს ,,ეტრფიან")))) ხო ვიციტ ახლა ჩვენ სისულელეზე რომ ვკამათობთ? :)) არსებობენ სხვადასხვა ჯიშიშ კაცები ))) მაგალითად ისეთები, ვისაც ცოლები სადღაც იტალია-საბერძნეთ-თურქეთში ყავთ და თვითონ სხვის ცოლებს ,,ეტრფიან")))) ხო ვიციტ ახლა ჩვენ სისულელეზე რომ ვკამათობთ? :))
17. საერთოდ, წერილის ავტორში ლირიკული ავტორი ვიგულისხმე, რა თქმა უნდა, და არა ამ ნაწარმოების ავტორი, მაგრამ ეს რამეს ცვლის? :/ საერთოდ, წერილის ავტორში ლირიკული ავტორი ვიგულისხმე, რა თქმა უნდა, და არა ამ ნაწარმოების ავტორი, მაგრამ ეს რამეს ცვლის? :/
16. აქ კომენტარად ყველა იმას წერს რაც მართლა ჰგონია? ან ლევანი და მეორე რეალურები არიან? :)))) ისე, გამართო ამ ნაწერმა მე ) უბრალოდ თUბრეალურად უნდა აღმექვა, მაშინ წერილის შექმნის დროისთვის აღარ აკლია ლევანის ცოლს, სითბო მაინც :))) აბა რას აკეთებს ლევანი ))) აქ კომენტარად ყველა იმას წერს რაც მართლა ჰგონია? ან ლევანი და მეორე რეალურები არიან? :)))) ისე, გამართო ამ ნაწერმა მე ) უბრალოდ თUბრეალურად უნდა აღმექვა, მაშინ წერილის შექმნის დროისთვის აღარ აკლია ლევანის ცოლს, სითბო მაინც :))) აბა რას აკეთებს ლევანი )))
15. ღმერთმანი ტასო, გგონიათ ლევანი სხვის ცოლთან მამაკაცი იქნება? ან წერილის ავტორი საკუთარ ცოლთან არაკაცი? :O ღმერთმანი ტასო, გგონიათ ლევანი სხვის ცოლთან მამაკაცი იქნება? ან წერილის ავტორი საკუთარ ცოლთან არაკაცი? :O
14. ესეიგი კაცები ან თავის ცოლებს ექცევიან ცუდად, ან სხვის ცოლებს კარგად ))))))) ესეიგი კაცები ან თავის ცოლებს ექცევიან ცუდად, ან სხვის ცოლებს კარგად )))))))
13. კარგი სახელი აქვს :D კარგი სახელი აქვს :D
12. ვა, რა კარგი იყო...ჭკუისსასწავლებელი...:))) ვა, რა კარგი იყო...ჭკუისსასწავლებელი...:)))
11. დასასრული მომეწონა)) დასასრული მომეწონა))
10. არ შემეძლო აქ კომენტარი არ დამეტოვებინა, სხვიდი ცოლის სიყვარული მარტო ჩემთვის არ ყოფილა აქტუალური თემა :) გრაფ, ჩემს გვერდზე გეპატიჟებით, ანალოგიური თემა დაგხვდებათ იქაც :)))))))))))))) არ შემეძლო აქ კომენტარი არ დამეტოვებინა, სხვიდი ცოლის სიყვარული მარტო ჩემთვის არ ყოფილა აქტუალური თემა :) გრაფ, ჩემს გვერდზე გეპატიჟებით, ანალოგიური თემა დაგხვდებათ იქაც :))))))))))))))
9. გამარჯობათ ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... :D :D ++მომეწონა გამარჯობათ ლევან, მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ... :D :D ++მომეწონა
8. მეორე კომენტარიც =)
გამარჯობა, გრაფ. მე თქვენი საყვარლის ქმარი ვარ
კარგი იქნებოდა. თუმცა უკეთესიც ვიცი =) მეორე კომენტარიც =)
გამარჯობა, გრაფ. მე თქვენი საყვარლის ქმარი ვარ
კარგი იქნებოდა. თუმცა უკეთესიც ვიცი =)
7. "გახსოვდეთ, ქვეყნად ლორთქო ბალახიც არსებობს და ჩექმიანი ფეხიც, ერთგულებაც და ღალატიც, უერთგულეთ, რომ არ გიღალატონ".
"გახსოვდეთ, ქვეყნად ლორთქო ბალახიც არსებობს და ჩექმიანი ფეხიც, ერთგულებაც და ღალატიც, უერთგულეთ, რომ არ გიღალატონ".
6. თქვენს ნათქვამზე, "ცოლი მხოლოდ ლევანისაა", შეგეწინააღმდეგებით გრაფ... მგონი თქვენ უკეთ " მოიხმართ" მას:დდდდ თქვენს ნათქვამზე, "ცოლი მხოლოდ ლევანისაა", შეგეწინააღმდეგებით გრაფ... მგონი თქვენ უკეთ " მოიხმართ" მას:დდდდ
5. იმიტომ რო ცოლი არ მყავს :))) იმიტომ რო ცოლი არ მყავს :)))
4. ლევან ფხაკაძე რატომ წერთ აქ კომენტარს? :))) ოჰ, გულიანად გამაცინეთ მეგობარო :D ლევან ფხაკაძე რატომ წერთ აქ კომენტარს? :))) ოჰ, გულიანად გამაცინეთ მეგობარო :D
3. და რატო მაინდამაინც ლევანი? :D :D :D და რატო მაინდამაინც ლევანი? :D :D :D
2. რას ამბობთ, ცოლი მხოლოდ ლევანისაა რას ამბობთ, ცოლი მხოლოდ ლევანისაა
1. ბოლომ მაინც სულ ყველაფერი გადაწონა:)
და მაინც დამაინტერესა, რატომ საზიარო ცოლი? მოგიკითხე გრაფ ბოლომ მაინც სულ ყველაფერი გადაწონა:)
და მაინც დამაინტერესა, რატომ საზიარო ცოლი? მოგიკითხე გრაფ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|