მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ივნისი, 2014
მოხუცი ფარშევანგი
გადაეფარა ბინდი ხეობებს
ვით მიცვალებულს ძველი სუდარა,
ქვრივი ქალივით ხეები დგანან
რადგან ცხოვრებას დიდხანს ვეომეთ
ნამუსახდილნი სახლში ნუ წავალთ.
(წელში მოხრილა მოხუცი მამა,
და ღმერთთან ისევ აგრძელებს კამათს)
ცოდვაც მესმის და უცოდველობაც
გამარჯვებაც და ომში დაცემაც,
მაგრამ არ მესმის უფალო შენი!
ჩვენი ცხოვრება, პირმოთნეობა
მოჰგავს უკუდო, მოხუც ფარშევანგს.
(შენ გიყვარს შვილი, რომელიც გდევნის)
მდიდრები ზიზღით იწმენდნენ კალთებს
ღარიბი ხალხის ნათითურებით,
დასვრილი მათი მდიდრული სარკე
დასვრილი მათი ძვირფასი სახე,
ნამუსახდილნი სახლში ვბრუნდებით,
და მაინც, ღმერთო არ მესმის შენი,
რომ გიყვარს შვილი, რომელიც გდევნის..
გადაეფარა ბინდი ხეობებს
წელში მოხრილა მოხუცი მამა..
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
კარგია.
ოღონდ, არ ვიცი რამდენად მართებულია "ძველი სუდარა".
კარგია.
ოღონდ, არ ვიცი რამდენად მართებულია "ძველი სუდარა".
ცარიელი.
2014-06-07 17:56:43
2.
მადლობა თენგო..
მადლობა თენგო..
ფიქრის მხატვარი.
2014-06-07 15:46:26
1.
რატოა ეს სხვა-ში?
ეს კარგი ლექსია
რატოა ეს სხვა-ში?
ეს კარგი ლექსია
სანდრე..
2014-06-07 15:40:33
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
06.06.2026 00:52:40