ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2014


ნაყვეტები სურვილების აღმსრულებლის დღიურიდან - (ვიღაც იქიდან), ეპიზოდი X

• გამარჯობათ.
• საიდანღაც გიცნობთ.
• აქედან.
• არა მგონია, მანადმე გიცნობდით.
• არა მგონია.
• მე კი, ასე არ ვფიქრობ. მარტო ხართ?
• ვინმეს კიდევ ხედავთ?
• თქვენ მათ, ჩემს შესახებ უყვებოდით?
• არ ვიცი რაზე მელაპარაკებით.
• მათ იციან აქ რომ ვარ? უთხარით?
• მე, უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი.
• თქვენ თუ შეძელით ჩემი პოვნა, მათ რად არ შეატყობინეთ ეს?
• არ ვიცი…
• მე, ვიცი ვინც ხართ.……
• ამას ადრე ვერ ვხედავდი, არადა თურმე ღირდა.
• რას ეძებთ?
• ძნელი იყო ამ რჩევების წიგნის ხელში ჩაგდება?
• იმათთვის კითხულობთ, თუ საკუთარი თავისთვის?
• თქვენ იცვლებით.
• თუ ასე გსურთ.
• მე, მსურს ვიცოდე როგორია ეს?
• ამისთვის მოხვედით.
• დიახ.
• შემიძლია მოგიყვეთ.
• ძალიან კარგი.
• მაგრამ ამისთვის რაღაც უნდა გააკეთოთ.
• კარგი.
• გარიგება დადეთ ჩემთან.
• თქვენი წიგნით?
• დიახ.
• თქვენთან?
• დიახ.
• როგორ დავიწყოთ?
• მკითხეთ რამე. იცით ადრე, მხოლოდ ადამიანების მორალური სახე მაინტერესებდა, ეხლა კი, ვცდილობ მათ სულიერ სიღმეებს ჩავწვდე.
• კონკრეტულად?
• მინდა შევიგრძნო.
• რა, როგორი იქნებით?
• არ ვიცი.
• არ გირჩევთ ამის გაკეთებას.
• თქვენი რჩევა არ მაინტერესებს.
• ყველაფერი გასაგებია.
• გასაგებია? რა არის გასაგები? გადაფურცლეთ ჩემი რჩევების რვეული, ყველაფერს თავად მიხვდებით.
• თქვენი მისია, აუცილებლად ვინმეს დახმარებაა?!
• დახმარება? არა, არა მე, არ ვერევი.
• როგორი იქნება დავალება?
• (მესამე დღე)
• ერთ კითხვაზე მაინც უნდა მიპასუხოთ. თქვენი კლიენტებიდან რომელს ეხმარებით.
• ერთ-ერთს.
• ვინ არის?
• მას, ავადმყოფი ბავშვი ჰყავს და სახლიდან სამი კვირით არის წამოსული.
• სხვებთან შედარებით, არც ისეთი რთული დავალებაა, უჭირს?
• სულ რამდენიმე დღეა გასული.
• და რა?!
• ის, უბედური ქალია.
• მოინახულეთ იგი?
• კი, ის, ერთ მიგდებულ შენობაში ცხოვრობს ერთი გიჟის თავზე, რომელიც მას, “მედუზა გორგონასავით იცავს”.
• თქვენ რაღას აკეთებთ?
• მე, მისთვის საკვები მიმაქვს.
• მართლა?
• როდესაც სანახავად მიდიხართ ის, გელაპარაკებათ?
• მელაპარაკება და საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობს. ძალზედ განიცდის, რომ მის გამო ოჯახის წევრები იტანჯებიან.
• ურჩიეთ მას რამე?
• ვუთხარი მოდუნებულიყო.
• ამ სიტყვებს რა შვება უნდა მოეტანა მისთვის?
• ვინ იცის სიტყვას რა ძალა აქვს?
• მაინც რა ხანია არ მინახიხართ არა, რა წლები გაფრინდა? ისევ ისეთი იდუმალებით ბრძანდებით მოცული?
• გეყოფა.
• გაგიკვირდა?
• მე, დაუმშვიდობებლად წამოვედი და ვერავის ვეჩვევი.
• საკამათო საკითხია.
• თქვენთან ერთი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. მე მას ვუთვალთვალებდი.
• გასაგებია, უკაცრავად, მაგრამ სამუშაო მაქვს.
• ის, გარდაცვლილად ითვლებოდა. მას, ისე ძლიერ სცემა მამაკაცმა, რომლისთვისაც უნდა მოევლო, რომ საკუთარმა მამამაც ვერ იცნო. შემდგ კი, აღმოჩნდა, რომ ის, საღსალამათია. თქვენთან მამამისის იყო მოსული.
• ვინ ხართ?
• სასაცილოა თქვენგან ამ კითხვის დასმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები