გამარჯობათ მეგობრებო! მე პატარა გოზინაყი ვარ. მართალია, ცოტა მახინჯი ვარ და ალბათ არ მოგწონვართ, მაგრამ ერთმა გამოუცდელმა და უნიათო დიასახლისმა გამაფუჭა. სამაგიეროდ, გემრიელი ვარ და ხანმოკლე სიცოცხლე მაქვს. თუმცა მაინც ძალიან მხიარული ვარ.მეგობრები უკვე მყავს. მაპატიეთ ახლა ჩაიდანს უნდა მოვუსმინო, მე მელაპარაკება: ჩაიდანი: -რა ცუდია, რომ ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე გაქვს, მე კი, სულელს მეგონა ისეთი ვინმე ვიპოვე, რომელიც გამართობდა. რა საშინელებაა,მთელი ცხოვრება ადამიანებს უნდა ვემსახურო, წყალი უნდა გავუცხელო და ამის შემდეგ სულ უნდა მოვიწყინო. გოზინაყი: -კი, მაგრამ თქვენ ხომ ბევრნი ხართ, ერთმანეთს რატომ არ ესაუბრებით? უცებ თეფშები ალაპარაკდნენ. თეფშები: -ჩვენ გვრეცხავენ და კარადაში გამოგვკეტავენ. სხვებს კი აქეთ-იქით მიმოფანტავენ. ყველაზე მეტად ჩვენ ვზარალდებით. ჰაერი ჩვენ არა გვაქვს, რომ ვისუნთქოთ და არც საარსებო წყარო. საუბარში მძიმედ ჩაერთო ტაფა. ტაფა: -აბა, რას ამბობთ ყველაზე მეტად მე ვზარალდები. თქვენ გასუფთავებენ, გრეცხავენ და კიდევ ვერ კმაყოფილდებით. მე კი სულ მოთხუპნული ვარ. ხალხში ვერ გამოვსულვარ და მაღალ საზოგადოებაში ვერ გამომიჩენია თავი. ყველა თავის გასაჭირზე ლაპარაკობდა. ჩუმად კი მხოლოდ სათაგური იყო. ან რა უნდა ეთქვა იატაკზე გაშხლართულს და თაგვის დასაჭერად შეწკიპულს. ამ დროს სუფრას სტუმრები მიუსხდნენ. გაჩაღდა დიდი ქეიფი. აროხროხდა ტაფა, მოითხუპნენ და აწკრიალდნენ თეფშები. მერე კი ადამიანებმა ქეიფი დაამთავრეს და დაიძინეს. ყველაფერი მიწყნარდა. სიჩუმე ჩამოვარდა. ჯერ ჩურჩული მოისმა, მერე კი ეს ჩურჩული ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა. ჩაიდანმა გოზინაყი მოიკითხა. გაიხედ-გამოიხედეს. გოზინაყი არსად ჩანდა. ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდა. -ტკაც! გაისმა ხმა. სათაგურმა თაგვი დაიჭირა. თაგვის საბედისწერო წრიპინმა გოზინაყი ყველას დაავიწყა.
პ.ს.იმედია,ჟანრი სწორად შევურჩიე. :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მადლობის თქმა დამავიწყდა,მადლობა :) მადლობის თქმა დამავიწყდა,მადლობა :)
20. ყველა ავტორს აქვს ცუდი და კარგი ნაწარმოებები ლანა,სხვათა შორის შარშან ეს იყო რეგიონის გამარჯვებული პროზაში. :) ყველა ავტორს აქვს ცუდი და კარგი ნაწარმოებები ლანა,სხვათა შორის შარშან ეს იყო რეგიონის გამარჯვებული პროზაში. :)
19. ვაჰ, ივდო, არ მეგონა, თუ შენი ნაწერი მომეწონებოდა :) ეს მომწონს, ვაღიარებ :) ჟანრი რამდენად სწორად არის შერჩეული, ვერც მე გეტყვი, მაგრამ მაინც მომწონს :)
აქვე +5-საც დავწერ :)
ვაჰ, ივდო, არ მეგონა, თუ შენი ნაწერი მომეწონებოდა :) ეს მომწონს, ვაღიარებ :) ჟანრი რამდენად სწორად არის შერჩეული, ვერც მე გეტყვი, მაგრამ მაინც მომწონს :)
აქვე +5-საც დავწერ :)
18. დიდი მადლობა ნემე :* არ უჭამია თაგუნას,ასე მგონია მე :D დიდი მადლობა ნემე :* არ უჭამია თაგუნას,ასე მგონია მე :D
17. კარგი იყო ++ .ნამდვილად არ მემეტება ეს გოზინაყი მაგ წუწკი თაგუნასთვის
კარგი იყო ++ .ნამდვილად არ მემეტება ეს გოზინაყი მაგ წუწკი თაგუნასთვის
16. დიდი მადლობა ლუი :* <3 დიდი მადლობა ლუი :* <3
15. რა საყვარელი ხარ ივდო, ეს კარგი იყო გავხალისდი:** რა საყვარელი ხარ ივდო, ეს კარგი იყო გავხალისდი:**
14. დიდი მადლობა,გაიხარე :) დიდი მადლობა,გაიხარე :)
13. ყოჩაღ ივდო, ნიჭიერი ადამიანი ყველა ჟანრში ნიჭიერია 5 ყოჩაღ ივდო, ნიჭიერი ადამიანი ყველა ჟანრში ნიჭიერია 5
12. :D მიხარია,რომ გაგახალისეთ :) გმადლობთ :) :D მიხარია,რომ გაგახალისეთ :) გმადლობთ :)
11. ჰო...მურიანი ტაფა რა გამოსაჩენია მაღალ საზოგადოებაში მართლაც?...:)) კარგი იყო ვიხალისე...:-* ჰო...მურიანი ტაფა რა გამოსაჩენია მაღალ საზოგადოებაში მართლაც?...:)) კარგი იყო ვიხალისე...:-*
10. დავით,კი ვიფიქრე,მაგრამ რა ვიცი აბა :D ბოლოს მაინც ეს გადავწყვიტე :D მუხა,მგონი ვერ მოასწრო :D :/ მადლობა,წაკითხვისთვის :* :* დავით,კი ვიფიქრე,მაგრამ რა ვიცი აბა :D ბოლოს მაინც ეს გადავწყვიტე :D მუხა,მგონი ვერ მოასწრო :D :/ მადლობა,წაკითხვისთვის :* :*
9. გოზინაყი , სულაც არ არი მახინჯი, ძალიანაც მელამაზება და მეგემრიელება, საწყალი თაგუნია ,ნეტა თუ მოასწრო გოზინაყის ჭამა.
გოზინაყი , სულაც არ არი მახინჯი, ძალიანაც მელამაზება და მეგემრიელება, საწყალი თაგუნია ,ნეტა თუ მოასწრო გოზინაყის ჭამა.
8. საცოდავი თაგუნა :D
საცოდავი თაგუნა :D
7. დრამაა ეს მგონი :D დრამაა ეს მგონი :D
6. იხარე თე :* იხარე თე :*
5. გოზინაყი რა მაგარი ტიპიაააააააა :) :) :) :) გოზინაყი რა მაგარი ტიპიაააააააა :) :) :) :)
3. გოზინაყი თუ ამდენს ფიქრობდა, არ მეგონა.:) გოზინაყი თუ ამდენს ფიქრობდა, არ მეგონა.:)
2. გმადლობთ :) გმადლობთ :)
1. ფანტაზიას არ უჩივით )) ფანტაზიას არ უჩივით ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|