ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სულში ქსოვს ქსელებს ტკივილის ობობა და დარდებს უტიფრად ძაფებად დაართავს, მე კვადრატს ვადარებ ხანდახან ცხოვრებას, ცხოვრებას,რომელიც ჩემსას სულ აღარ გავს... ვიღაც კი მოდის და ცივ ტყვიას მიმიზნებს, ეტევა ჩემს შუბლზე ერთიც და ათასიც, მაცადეთ ოღონდაც, მაცადეთ მსახიობს, ცოტა ხნით უნიღბოდ სცენაზე თამაში. უბადლოდ ვასრულებ ბედნიერ გოგონას, ღიმილის მიღმა ცრემლები კიაფობს, აჰა, ის ნიღაბი ჩემი რომ გეგონათ, უთუოდ,დღეს უნდა სიმართლე გიამბოთ. თუ როგორ ვერ ვგუობ ამ ზებრა ცხოვრებას, ჰო, ზებრას შავ-თეთრი უაზრო ზოლებით, სამართალს თავი,რომ ვერაფრით მოება, ფრთებს აშრიალებენ ორმაგად ბოზები. ბოზები სულით და ხორცითაც ასევე, ფეხებზე კიდიათ წესი და ადათი, ვერ ვიტან გინებას,ესენი მაჩვევენ, ბოდიში და მაინც მე ერთი ამათი... ერს რყვნიან აცმევენ მეძავის მოსასხამს, ამ სიტყვებს ვიღაცა სხვაგვარად გაიგებს, სულ არ მადარდებს ვინ ვისთან სცოდავდა, მე მხოლოდ სამშობლოს წაბილწვა მაფიქრებს. ნუ მაცმევთ ახლა ჯვარს, ქრისტე კი არა ვარ, რაღა დაგიმალოთ,არც მაქვს რა საერთო, უბრალოდ მინდა,რომ ოდესმე შევძლო და მამულის ხატის წინ სანთელად დავენთო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. კარგად დაიწყო, მაგრამ ... კარგად დაიწყო, მაგრამ ...
18. მადლობა კამილა :) მადლობა კამილა :)
17. მე მომწონხარ გოგონავ და თუ ვინმეს მოხვდება ცუდად შენი ლექსი გულზე შენ ნუ იდარდებ მაგაზე ... 555 ერთი მაგათიიც .... მე მომწონხარ გოგონავ და თუ ვინმეს მოხვდება ცუდად შენი ლექსი გულზე შენ ნუ იდარდებ მაგაზე ... 555 ერთი მაგათიიც ....
16. ისე სტალინს უკვე აქვს ძეგლი და რაღა დავუდგა,თან სულ არ ,,მესტალინება",აი,ერთი ჰიტლერის მსგავსი ალალია ჩვენზე :) პ.ს. იმედია ჰიტლერი მხოლოდ მკვლელად არ ესახება ზოგიერთებს :) ისე სტალინს უკვე აქვს ძეგლი და რაღა დავუდგა,თან სულ არ ,,მესტალინება",აი,ერთი ჰიტლერის მსგავსი ალალია ჩვენზე :) პ.ს. იმედია ჰიტლერი მხოლოდ მკვლელად არ ესახება ზოგიერთებს :)
15. სტალინი არ იყო მაგი ჰიტლერი იყო გიგლა :) რას ვაპირებ მაგაზე სხვა დროს და სხვაგან ვილაპარაკოთ :D ისე მადლობები :) სტალინი არ იყო მაგი ჰიტლერი იყო გიგლა :) რას ვაპირებ მაგაზე სხვა დროს და სხვაგან ვილაპარაკოთ :D ისე მადლობები :)
14. ivdit genacvale, zalian momewona.
p.s bozebs davxocav siamovnebit . stalins rom udgam zegls qurdebs ragas erchi? an ras apireb? :D ivdit genacvale, zalian momewona.
p.s bozebs davxocav siamovnebit . stalins rom udgam zegls qurdebs ragas erchi? an ras apireb? :D
13. ლუტეცია ;) :D დევი ერთი ,,ჰიტლერი" ამ საიტსაც არ აწყენდა :D ახლა იმაზეც ნუ ვიდავებთ იყო თუ არა ჰიტლერი მართალი :) ლუტეცია ;) :D დევი ერთი ,,ჰიტლერი" ამ საიტსაც არ აწყენდა :D ახლა იმაზეც ნუ ვიდავებთ იყო თუ არა ჰიტლერი მართალი :)
12. დავხოცოთ ბოზები, ქურდები, ნარკომანები, რომ აღარავინ გვეყოლება დასახოცი, მერე ერთმანეთიც დავხოცოთ. ჰო, ჰიტლერს და სტალინს ძეგლი დავუდგათ, როგორც ამ "საქმეში" წარმატებულებს.
ბოჟე მოი. დავხოცოთ ბოზები, ქურდები, ნარკომანები, რომ აღარავინ გვეყოლება დასახოცი, მერე ერთმანეთიც დავხოცოთ. ჰო, ჰიტლერს და სტალინს ძეგლი დავუდგათ, როგორც ამ "საქმეში" წარმატებულებს.
ბოჟე მოი.
11. რაღა თქვენ და რაღა ჯორდანო ბრუნო. :)
რაღა თქვენ და რაღა ჯორდანო ბრუნო. :)
10. სიმართლის თქმაც არ არის თავდასხმა.მოკლედ სიმართლისთვის ვისჯები რა :) სწორედ თქვენი საქმეა სად,როდის და ვისთან დაწერთ,მაგრამ ბევრგან არ ვთვლი ობიექტურად.მომიტევეთ პირდაპირი ვარ.რაც შეეხება მეგობარ ნიკებს კარგად ვიცი ვისზეც გაქვთ აქცენტი.ვაღიარებ,აქ არიან ჩემი მეგობრები და როგორც მათ ვუკომენტარებ ასევე სხვა წევრებს.პრობლემაა? :) სიმართლის თქმაც არ არის თავდასხმა.მოკლედ სიმართლისთვის ვისჯები რა :) სწორედ თქვენი საქმეა სად,როდის და ვისთან დაწერთ,მაგრამ ბევრგან არ ვთვლი ობიექტურად.მომიტევეთ პირდაპირი ვარ.რაც შეეხება მეგობარ ნიკებს კარგად ვიცი ვისზეც გაქვთ აქცენტი.ვაღიარებ,აქ არიან ჩემი მეგობრები და როგორც მათ ვუკომენტარებ ასევე სხვა წევრებს.პრობლემაა? :)
9. ჩვეულებრივ კომენტარზე ასეთი თავდასხმითი პასუხი ნაკლებად იყო საჭირო, მაგრამ ესეც თქვენი ნებაა. ყველა წინადადებაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, კონფლიქტში შემოსვლა არანაირად არ არის ჩემი მიზანი. რეალობის ასახვა რა თქმა უნდა არის ლიტერატურის ერთ-ერთი დანიშნულება, მაგრამ თქვენს ლექსებში ძირითადად მხოლოდ მორალისტურ პოზიციას ვხედავ, ეს კი სულ სხვა რამეა. სად, როდის და ვისთან დავწერ კომენტარს, ეს ნამდვილად მხოლოდ ჩემი საქმეა. :) დამიჯერეთ, ობიექტურად რაც მომწონს ან არ მომწონს, არაფერი მიშლის იმაში, რომ ეს ხმამაღლა განვაცხადო. რაც შეეხება მეგობარ ნიკებს, მასეთები არ მყავს. კი, რამდენიმე ადამიანს ვიცნობ პირადად, მაგრამ ისინი იშვიათად მიკომენტარებენ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მათ ჩემს ბოლო რამდენიმე ნაწარმოებზე საერთოდ არ დაუკომენტარებიათ და ძირითადად უცნობები მიკომენტარებენ. ისე თქვენგან ნამდვილად სასაცილოა მეგობარ ნიკებზე სხვებისთვის მითითება. ხოლო ეს სხვა რომ მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი, ეს კიდევ უფრო სასაცილოა. :) ჩვეულებრივ კომენტარზე ასეთი თავდასხმითი პასუხი ნაკლებად იყო საჭირო, მაგრამ ესეც თქვენი ნებაა. ყველა წინადადებაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, კონფლიქტში შემოსვლა არანაირად არ არის ჩემი მიზანი. რეალობის ასახვა რა თქმა უნდა არის ლიტერატურის ერთ-ერთი დანიშნულება, მაგრამ თქვენს ლექსებში ძირითადად მხოლოდ მორალისტურ პოზიციას ვხედავ, ეს კი სულ სხვა რამეა. სად, როდის და ვისთან დავწერ კომენტარს, ეს ნამდვილად მხოლოდ ჩემი საქმეა. :) დამიჯერეთ, ობიექტურად რაც მომწონს ან არ მომწონს, არაფერი მიშლის იმაში, რომ ეს ხმამაღლა განვაცხადო. რაც შეეხება მეგობარ ნიკებს, მასეთები არ მყავს. კი, რამდენიმე ადამიანს ვიცნობ პირადად, მაგრამ ისინი იშვიათად მიკომენტარებენ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მათ ჩემს ბოლო რამდენიმე ნაწარმოებზე საერთოდ არ დაუკომენტარებიათ და ძირითადად უცნობები მიკომენტარებენ. ისე თქვენგან ნამდვილად სასაცილოა მეგობარ ნიკებზე სხვებისთვის მითითება. ხოლო ეს სხვა რომ მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი, ეს კიდევ უფრო სასაცილოა. :)
8. ლუტეცია ირონია არ არის საჭირო :) ადრეც გითხარით კაცებს ისე კარგად არ ვიცნობ ,რომ მათზე ვწერო.რაც შეეხება ამ ლექსს,სულაც არ არის ქალების ლანძღვა,უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას!სიმართლის მწარე მოსასმენია(ამ შემთხვევაში წასაკითხი) სიმართლე მაინც სიმართლეა,მიუხედავად იმისა,იზიარებს თუ არა მას საზოგადოება.სასაცილო ისაა,რომ სწორედ მორალისტური ლექსების ,,გასაკენწლად" შემოდიხართ,სხვა არაფერი დამიწერია ეტყობა არასდროს,ესეც რო თქვათ არ გამიკვირდება. :) თქვენი მეგობარი ნიკების ,,შედევრები" აქ ბევრია,ისინი იკითხეთ,ვინაიდან ასეთი ლექსები არ მოგწონთ.(ესეც იმიტომ ვთქვი,რომ რამდენჯერმე შემინიშნავს,რითმანაწვალები ლექსები მოგიწონებიათ,თუმცა ჩემთან მუდმივად პრეტენზიული ხართ)ვინმემ გთხოვათ დაკომენტარება?შეგეძლოთ გვერდი აგევლოთ.მითუმეტეს,ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ,რომ ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს,ერთი კი არა ურაკის ყველა წევრი ერთად ვერ შეცვლის,თუ მისთვის ის ღირებულება ძვირფასია და არა მოდის გამო მიკერებული.თუ ლექსის შესრულების მხრივ გაქვთ რამე რჩევა გისმენთ,თუ არადა არ ვარ ვალდებული თითოეულ თქვენგანს ცალ-ცალკე ვუპასუხო იმაზე თუ რას ვთვლი სწორად და რას არასწორად.დღეს ეროვნულზე შემხვდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკა,აქაოდა ,,განდეგილი" რეალობის ,,გაბუქება" ყოფილა და ასეთი ნაწარმოებების წერით მწერალობა წინ ვერ წავაო.ახლა ის არ იფიქროთ,მე ილიას ვადარებდე თავს,ღმერთმა დამიფაროს.ის დიდი ადამიანი იყო,რეალობას უსწორებდა თვალს და წერდა იმას რასაც ხედავდა და არა ფიქრობდა.ეს იმას მოვაყოლე,რომ თქვენი შეხედულებებიც არაა მხოლოდ თქვენი ბრალი,სიმართლეზე თვალის დახუჭვა გვიყვარს ქართველებს და თუ ვინც გამოგვაფხიზლებს ჩაძინებულებს,იმას მივდევთ ქვით.კონტაქტის დასასრული. ლუტეცია ირონია არ არის საჭირო :) ადრეც გითხარით კაცებს ისე კარგად არ ვიცნობ ,რომ მათზე ვწერო.რაც შეეხება ამ ლექსს,სულაც არ არის ქალების ლანძღვა,უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას!სიმართლის მწარე მოსასმენია(ამ შემთხვევაში წასაკითხი) სიმართლე მაინც სიმართლეა,მიუხედავად იმისა,იზიარებს თუ არა მას საზოგადოება.სასაცილო ისაა,რომ სწორედ მორალისტური ლექსების ,,გასაკენწლად" შემოდიხართ,სხვა არაფერი დამიწერია ეტყობა არასდროს,ესეც რო თქვათ არ გამიკვირდება. :) თქვენი მეგობარი ნიკების ,,შედევრები" აქ ბევრია,ისინი იკითხეთ,ვინაიდან ასეთი ლექსები არ მოგწონთ.(ესეც იმიტომ ვთქვი,რომ რამდენჯერმე შემინიშნავს,რითმანაწვალები ლექსები მოგიწონებიათ,თუმცა ჩემთან მუდმივად პრეტენზიული ხართ)ვინმემ გთხოვათ დაკომენტარება?შეგეძლოთ გვერდი აგევლოთ.მითუმეტეს,ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ,რომ ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს,ერთი კი არა ურაკის ყველა წევრი ერთად ვერ შეცვლის,თუ მისთვის ის ღირებულება ძვირფასია და არა მოდის გამო მიკერებული.თუ ლექსის შესრულების მხრივ გაქვთ რამე რჩევა გისმენთ,თუ არადა არ ვარ ვალდებული თითოეულ თქვენგანს ცალ-ცალკე ვუპასუხო იმაზე თუ რას ვთვლი სწორად და რას არასწორად.დღეს ეროვნულზე შემხვდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკა,აქაოდა ,,განდეგილი" რეალობის ,,გაბუქება" ყოფილა და ასეთი ნაწარმოებების წერით მწერალობა წინ ვერ წავაო.ახლა ის არ იფიქროთ,მე ილიას ვადარებდე თავს,ღმერთმა დამიფაროს.ის დიდი ადამიანი იყო,რეალობას უსწორებდა თვალს და წერდა იმას რასაც ხედავდა და არა ფიქრობდა.ეს იმას მოვაყოლე,რომ თქვენი შეხედულებებიც არაა მხოლოდ თქვენი ბრალი,სიმართლეზე თვალის დახუჭვა გვიყვარს ქართველებს და თუ ვინც გამოგვაფხიზლებს ჩაძინებულებს,იმას მივდევთ ქვით.კონტაქტის დასასრული.
7. რა თქმა უნდა, წესიერი ქალი უნდა იყოს ერთგული თავისი ქმრის, ისევე როგორც წესიერი კაცი უნდა იყოს ერთგული თავისი ცოლის. ადრეც გითხარით, შევამჩნიე, რომ თქვენ რატომღაც სულ ქალებზე ამახვილებთ ყურადღებას და მათ ლანძღავთ. კაცებს რატომ არ სთხოვთ წესიერებას? აა ხო, გამახსენდა, ჩვენში ხომ კაცებს არ აქვთ პრობლემა მაგ მხრივ. :))) ზოგადად მორალისტური პოეზია არ მიყვარს, მითუმეტეს რომ ეს ლექსი ვერც სხვა ღირსებებით დაიკვეხნის დიდად.
რა თქმა უნდა, წესიერი ქალი უნდა იყოს ერთგული თავისი ქმრის, ისევე როგორც წესიერი კაცი უნდა იყოს ერთგული თავისი ცოლის. ადრეც გითხარით, შევამჩნიე, რომ თქვენ რატომღაც სულ ქალებზე ამახვილებთ ყურადღებას და მათ ლანძღავთ. კაცებს რატომ არ სთხოვთ წესიერებას? აა ხო, გამახსენდა, ჩვენში ხომ კაცებს არ აქვთ პრობლემა მაგ მხრივ. :))) ზოგადად მორალისტური პოეზია არ მიყვარს, მითუმეტეს რომ ეს ლექსი ვერც სხვა ღირსებებით დაიკვეხნის დიდად.
6. წესიერი ქალი უნდა ეკუთვნოდეს იმ მამაკაცს,(მხოლობითში,რომ შემეძლოს იმ სიტყვას ხაზს გავუსვამდი :) ) რომელიც უყვარს და არა იმას ვისგანაც სარგებელს მიიღებს.შეგიძლიათ კომუნისტი და ,,გოიმი",თანამედროვეობას ჩამორჩენილი მიწოდოთ,ან მითხრათ სტალინი და ლენინი მოგვიკითხეო.ისე კი მაინტერესებს ბატონო დათო ,როცა თავდაჯერებულობა ცოდვაა გგონიათ და ამისთვის მზად ხართ შემავიწროვოთ,რატომ არ თვლით ბოზობას ცოდვად?როცა მორალზე ვუთითებთ სხვას,ჯობია იმაზე ვიფიქროთ გვაქვს კი იმდენად სუფთა სინდისი? წესიერი ქალი უნდა ეკუთვნოდეს იმ მამაკაცს,(მხოლობითში,რომ შემეძლოს იმ სიტყვას ხაზს გავუსვამდი :) ) რომელიც უყვარს და არა იმას ვისგანაც სარგებელს მიიღებს.შეგიძლიათ კომუნისტი და ,,გოიმი",თანამედროვეობას ჩამორჩენილი მიწოდოთ,ან მითხრათ სტალინი და ლენინი მოგვიკითხეო.ისე კი მაინტერესებს ბატონო დათო ,როცა თავდაჯერებულობა ცოდვაა გგონიათ და ამისთვის მზად ხართ შემავიწროვოთ,რატომ არ თვლით ბოზობას ცოდვად?როცა მორალზე ვუთითებთ სხვას,ჯობია იმაზე ვიფიქროთ გვაქვს კი იმდენად სუფთა სინდისი?
5. დიდი მადლობა ყველას კომენტარისთვის :) არც თქვენ გეთანხმებით ბატონო დათო და არც მუხას,შეცდომა სხვა რამეა და ბოზობა სხვა,გარემოება აქ არაფერ შუაშია,რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს ადამიანს არ გახდება ბოზი თუ ის სულიერად არ არის ასეთი,!თუ მის ცნობიერებაში ეს გამართლებული საქციელი არაა,თუნდაც ცოტათი მაინც.დანარჩენი სათქმელი ლექსით ვთქვი უკვე და მოგეწონებათ თუ არა ღიად ვიტყვი არ მიყვარს ბოზები,განსაკუთრებით სულით!ყველაფრის გამართლება შეიძლება ამის გარდა! დიდი მადლობა ყველას კომენტარისთვის :) არც თქვენ გეთანხმებით ბატონო დათო და არც მუხას,შეცდომა სხვა რამეა და ბოზობა სხვა,გარემოება აქ არაფერ შუაშია,რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს ადამიანს არ გახდება ბოზი თუ ის სულიერად არ არის ასეთი,!თუ მის ცნობიერებაში ეს გამართლებული საქციელი არაა,თუნდაც ცოტათი მაინც.დანარჩენი სათქმელი ლექსით ვთქვი უკვე და მოგეწონებათ თუ არა ღიად ვიტყვი არ მიყვარს ბოზები,განსაკუთრებით სულით!ყველაფრის გამართლება შეიძლება ამის გარდა!
4. დასტური მუხას! არა!-ლექსს! :))) დასტური მუხას! არა!-ლექსს! :)))
3. ადამიანი ბევრჯერ გვინახავს თავისი გმირობით აღტაცებული და თავისი ლაჩრობით შეცბუნებული, ამაყი თავისი სიმაღლით და დარცხვენილი თავისი სიმდაბლით, ლმობიერი და სასტიკი, ბოზი და პატიოსანი,, სათნო და ვერაგი,
ყველა ადამიანშია ეს თვისებები, დრო, გარემოება, სიტუაცია ხან ერთს წამოწევს წინ, ხან მეორეს, ადამიანს გარემოება ქმნის და ავლენს და სანამ არ დადგება გადამწყვეტი წუთი, არავინ იცის ვინ რისი გამკეთებელია, ვინ რისი შემძლებელი!
ადამიანი ბევრჯერ გვინახავს თავისი გმირობით აღტაცებული და თავისი ლაჩრობით შეცბუნებული, ამაყი თავისი სიმაღლით და დარცხვენილი თავისი სიმდაბლით, ლმობიერი და სასტიკი, ბოზი და პატიოსანი,, სათნო და ვერაგი,
ყველა ადამიანშია ეს თვისებები, დრო, გარემოება, სიტუაცია ხან ერთს წამოწევს წინ, ხან მეორეს, ადამიანს გარემოება ქმნის და ავლენს და სანამ არ დადგება გადამწყვეტი წუთი, არავინ იცის ვინ რისი გამკეთებელია, ვინ რისი შემძლებელი!
2. მიყვარს მე მეამბოხე ივდო : )
მიყვარს მე მეამბოხე ივდო : )
1. ვერ ვიტან გინებას,ესენი მაჩვევენ, ბოდიში და მაინც მე ერთი ამათი... =D
++
ვერ ვიტან გინებას,ესენი მაჩვევენ, ბოდიში და მაინც მე ერთი ამათი... =D
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|