ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2008


კიდევ უფრო ბანალური ლექსი სიყვარულზე :)


მითხარი ერთი, ამ ბილიკებს როგორ მოვიშლი?..
მოვედი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა ჯიხური...
შემცივდა წუხელ ფიჭვის ტყეში, მთლად დათოვლილში,
და დეკემბერი საბანივით წამოვიხურე.

ეჰ, სიყვარულო, რატომ მტოვებ?.. რისთვის დამტირი?..
(რა ვქნა, დამჩემდა ბავშვობიდან ზეცის ყურება), -
მე დაგიკოცნე ხელუხლები თოვლი ამ დილით
შენ რომ ჩათვალე მაქციების ნაფეხურებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს