ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივლისი, 2014


კადრები

მათემატიკური სიზუსტით მახსოვს ის ადგილი,
სადაც ვიდექი პირველად
და მოხვედი.
შენი ცხოვრება ჩავატიე კადრებში,
როცა უშენობა გარდაუვალი სინამდვილე ხდება
მათ ვაცოცხლებ.
გთხოვ, რომ მომიტანო წყალი
და შენ არასოდეს გეზარება ამის გაკეთება.
უხმოდ დგები და მოგაქვს.
როდესაც იატაკზე მინდა დავჯდე
მეუბნები, რომ გავცივდები და რაღაც თბილს მიფენ.
მე მხრებს ვიჩეჩავ და ვიღიმი.
წამოსვლისას შენი სარკის წინ ვდგები.
მიყურებ როგორ ვივარცხნი თმას
და გიჭირს დამიჯერო, რომ სუნამო არ მასხია,
რომ ეს ჩემი სხეულის პარფიუმია შენი სიყვარულის არომატით.
მაგრამ ეს უკვე მხოლოდ კადრებია.
დღეს დავწვები იატაკზე და არ დავაფენ არაფერ თბილს
მთელი ზურგით მინდა უშენობა ვიგრძნო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები