ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2014


* * * (აქ რამ მომიყვანა :))) )

ალბათ ოცნებას ვეღარაფრით გადავეჩვევი,
ავადმყოფურად მენატრები... და მერამდენე
ღამეა, რაც ეს სიცხიანი, ბასრი ეჭვები -
(ჩემი სიზმრიდან) ჩრდილებივით უკან დამდევენ.

ღამე ჩაექცა ჭრილობაში მთვარითგადაჭრილ
ზეცას, რომელიც დაყრდნობია თითქოს არაფერს.
საკუთარ თავთან ვსაუბრობ და ვამბობ გადაჭრით:
ასე სიცხიანს უშენობა მალაპარაკებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები