| ავტორი: ფე ჟანრი: პროზა 8 აგვისტო, 2014 |
-შეაკავე ის ღობე წესიერად, ღორები იჭვრიტებიან შით,-გამოსძახა ბოსტნიდან ლილიმ ქმარს. -გუშინ რომ გენადი იჭვრიტებოდა , მაშინ რატომ არ თქვი რამე?- -ვაი, შე უბედურო- -არ მცალია, არაყი უნდა გამოვხადო- -გამოხდამდე დაგილევს ბიჭი- -მაგას კი იზამს... -ბოსტანში ზევიდან და ქვევიდან მოძვრებიან ქათმები, რეჰანი ვერ გავახარე- -ხო, აბა, ურეჰანოდ რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას?!- არყის გამოსახდელად მოეზიდება ქვაბებს, შეშას, ამზადებს წყალს... -შენ, ამას შეხედე, ძაღლს ამოუგდია კრუხი საბუდრიდან და თვითონ ჩამჯდარა შიგ.- ვაი, მოვკლავ მაგას- გამოვარდა ბოსტნიდან ჯოხით ლილი- -რა უჭირს ძაღლ- წიწილები გვეყოლება- გაუკვირდა ძაღლს რას მერჩიანო და გადაახტა თემურიის ღობეს. დაანება ლილიმ ძაღლის დევნას თავი, მოისროლა ჯოხი, წინსაფარი მოიძრო. -სად მცალია ძაღლის სადევრად, დღეს ქალებს ხატი მიგვაქვს რიონის პირზე, უნდა გავბანოთ, ვილოცოთ და წვიმა მოვიყანოთ.- -არ შეგეშალოს ქალო ლოცვა და თოვლი არ მოიყვანო ამ შუა აგვისტოში, არ გაგვყინო ხალხი!... საოცოდავი ხალხი, ეს წვიმაც მაგათი საჭირბოროტო რომ არის... რას აკეთებს ის მთავრობა ცაში?!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მო წონს ეს ავტორი...ცოცხალი...დინამიური ნაწერები აქვს...:-* მო წონს ეს ავტორი...ცოცხალი...დინამიური ნაწერები აქვს...:-*
1. გაუბანიათ ხატი- მოვიდა წვიმა :)
კარგად იხატება ეს სურათები სოფლის ცხოვრებიდან.
გაუბანიათ ხატი- მოვიდა წვიმა :)
კარგად იხატება ეს სურათები სოფლის ცხოვრებიდან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|