ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 აგვისტო, 2014


სიზმრის მშობელი

ის ყოველ დილით ჩემზე ადრე დგება,
მიმზადებს ჩაის და პურზე ჯემს მისვამს.
ის სახლიდან ჩემს შემდეგ გადის,
ჩემზე ადრე ბრუნდება და გვიან წვება.
ჩვენ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით.
ისიც, რომ წლების წინ უყვარდა ბიჭი,
ლამაზი ბიჭი.
მან იცის, რომ არასოდეს მყვარებია
და მაინც მეკითხება, როგორაა ის.
ფიქრობს, რომ "ის" მიყვარს.
ხშირად ღამით მის ოთახში შევდივარ
ვეუბნები, რომ არსებობს სხვა პლანეტაც სადაც სიცოცხლეა
და იქ უნდა წავიდე.
მპასუხობს, რომ გიჟი.
ვიხსენებთ ყველა ჩემს წარმოსახვით მეგობარს:
კიწის, დევიდს, სტივს..
და ისევ ვუმტკიცებ, რომ ისინი არსებობენ.
სტივის არსებობა დავაჯერე.

ის ყოველ დილით მიმზადებს ჩაის და..
რაღაც მინდოდა დამეწერა ძალიან თბილი,
თუმცა უაზრობაა ნაწერები,
სადაც სათაური ყველაფერს ამბობს..
გაიღვიძე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები