ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აგვისტო, 2014


(ლონდონელ მამაძაღლს)

დგას დედამიწა, იდგეს, ადარდე,
ვდგავართ ან უფრო ვეყრდნობით ქუჩას
და გამეყინა თითქოს სული უმომავლობით,

შენი თითების სითბო გადამდე
ის გზა მასწავლე ბოლო რომ უჩანს,
(თორემ ეს ბედი სულ არ მწყალობდა)

და მერე, სადღაც, შემთხვევით შეგხვდი
მივხვდი, იყავი ისე საჭირო
შენ დარჩი, სხვებმა სხვა გზით იარონ

ხელებზე მაგრად ჩამკიდე ხელი
და ერთ დღეს თოკზე სული გავკიდოთ,
რომ ცოდვებისგან გავანიავო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები