ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2014


****

დამაგვიანდა...დაბადებაც,თქმაც და დუმილიც...
სულის სიღრმეში რა აანთებს იმედის კოცონს,
ხელში მიჭირავს მიდებული გულთან ყურმილი
და ის კი არა, მე ვერ ვიგებ როგორღა ვცოცხლობ...
როცა ცხოვრება დაემსგავსა წაგებულ თამაშს,
ბედის სცენარი მცირედითაც ვეღარ შევცვალე
მინდა ვიყვირო,რომ ტკივილებს საზღვრები არ აქვს
და კიბე მაინც მომიტანეთ ავალ ზეცამდე,
იქნებ უფალთან საუბარი შევძლო ახლოდან,
თორემ შორიდან საკუთარ გულს ვეღარ ვაგონებ,
ან როგორ მოხდა ვინც მიყვარდა ყველა დამშორდა,
თუ მე დავშორდი,როგორც არის,მაინც დამტოვეს.
ბევრი წავიდა და ეს ყოფნა არყოფნის მსგავსი,
შემომაჩეჩეს,როგორც უკვე ნასროლი ტყვია,
დრო კი ადგება,იმ ღიმილსაც უღმერთოდ წაშლის
და ჩვენ გავიგებთ,მეტისმეტად რომ შევხვდით გვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები