| ავტორი: ფე ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2014 |
კუდოთი შეფუთული სუროთი, მენატრება კუდოთი ჩემი მყუდრო სოფელი, ჩემი წუთისოფელი დიდი ხნის წინ დავტოვე. დარდი და სიმარტოვე ჩ ემი მკვიდრი დებია, მენატრება ბებია ჭრელი კაბის ფრიალით, ყანას ჩალავს ნიავი. სახლი, წაბლის ხის სახლი წითელკრამიტიანი, მთების ღრმულში ჩადგმული ნათელი და მზიანი. წყარო- იქვე მახობლად, ეზოს მაგრილობელი, თავთან კაკლის რტოები- მისი მაჩრდილობელი. მთიდან ვრგავდი ყვავილებს, მინდორს ვანებივრებდი, დაუღლელი დავრბოდი ქედებს შემოვირბენდი. საქანელა ხურმის ხეს ისევ შემორჩენია, სოფლის ბოლს თელები მელიან და მელიან, შენ სადა ხარ ,დაგეძებ, მოსავალას მგონიხარ, უკვე მეც იქ ვბრუნდები საიდანაც .მოდიხარ. შეფუთული სუროთი მენატრება კუდოთი, ჩემი მყუდრო სოფელი , ჩემი წუთისოფელი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჩემი სოფელია კუდოთი
ჩემი სოფელია კუდოთი
7. კუდოთი იცი სადაა? :) კუდოთი იცი სადაა? :)
6. კარგია, მოიტანა ბავშვობის სურნელი კარგია, მოიტანა ბავშვობის სურნელი
3. "რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი.."
:) "რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი.."
:)
2. მენატრება ბებია ჭრელი კაბის ფრიალით, ყანას ჩალავს ნიავი. სახლი, წაბლის ხის სახლი წითელკრამიტიანი,
ჰო, ასეთი რამეები ყოველთვის მომწონს...სუბიექტური ვარ აქ...:) მენატრება ბებია ჭრელი კაბის ფრიალით, ყანას ჩალავს ნიავი. სახლი, წაბლის ხის სახლი წითელკრამიტიანი,
ჰო, ასეთი რამეები ყოველთვის მომწონს...სუბიექტური ვარ აქ...:)
1. სოფელი ) ++2 სოფელი ) ++2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|