ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარინა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2014


იასამანი მომიტანე ვარდში ჩაწნული.

იასამანი მომიტანე ვარდში ჩაწნული.
შენი ღიმილი და ხელების სითბო მაჩუქე.
მაღლა ღრუბლებში ამიყვანე და ჩამაწვინე,
ამ დიდ სიყვარულს, სულს და სხეულს სულ შენ გაჩუქებ.
    შენი ხელებით ჩამიწანი თმაში გვირილა.
    და ეს ცხოვრება მომიქარგე, ლამაზ-იებად.
    და ჩამჩურჩულე მიყვარხარო ისე ძალიან,
    შენი სიტყვები დამეკიდოს, ყელზე-მძივებად.
ყაყაჩოების ეს მინდორიც ნოხათ დამიგე.
და ენძელებიც შემიკარი კონა-კონებად,
ეს გაყინული გული მოდი შენვე გამითბე,
ჩემი სხეულიც შენ სხეულსაც ჩაეკონება.
    შენი თვალებით მინდა ვნახო, მთელი სამყარო.
    გაზაფხულივით ლამაზი და ფერად-ფერადი.
    და ანგელოზის ფრთები  მინდა მომცეს უფალმა.
    რომ გადმოვფრინდე და მოვიდე კარგო შენამდი.

                                                                                      2014/26/09.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები