 | ავტორი: ელენა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 22 ოქტომბერი, 2014 |
- გამარჯობა ! - ისევ შენ?! მეგონა საბოლოოდ მოგიშორე თავიდან - ვერასოდეს! - ოხხ...ნუთუ არ გბეზრდება?! ხომ ხედავმ ვერაფერს მაკლებ! მაინც მოგიწევს კუდამოძუებულს წასვლა, რატომ წვალობ ამდენს? - მე დარწმუნებული ვარ , რომ წარმატებას მივაღწევ. - მე არ მეშინია შენი.შეგეჩვიე. ორ წვეთ ცრემლს და სიმთვრალეს თუ მიიღებ ჩემგან. ღირს ამად შენი დრო? - გაივლის დრო და მოტყდები, როგორც გამხმარი ტოტი, დაენარცხები ძირს და მერე მე დავლევ შენს შესანდობარს! ხახახაააა! - ისეთი სუსტიც არ ვარ, შენ რომ გგონია. - შენ ადამიანი ხარ. შენ გტკივა. მე გაწამებ იქამდე, სანამ არ დამნებდები, სანამ ნაოჭები არ დაგიკუწავენ მაგ შენს გულუბრყვილო ღიმილს! აფთარ ფიქრებს მოგისევ ! მალე მოთმინების და ნებისყოფის ნასახი აღარ გექნება ხელთ თავდასაცავად. საბოლოოდ გაგანაცრისფერებ! ნაცრის გემოსაც კი იგრძნობ ტუჩებზე. - ყველა სარკეს ჩავამსხვრევ და რეალობას ამოვიგდებ თავიდან! წავალ , გადავიკარგები, სადაც ვერ მომაგნებ და ვერავის მომიგზავნი. წავალ იქ, სადაც ფერები ნათელი და ხასხასაა! სადაც არასდროს წვება ნისლი მიწასთან და სადაც მზე ნერვულად არ ხუჭავს თვალებს. წავალ. ახლავე. მივდივარ ... - დროებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. და, ზნაიუ, ზნაიუ :დ და, ზნაიუ, ზნაიუ :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|