ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


ამანათი

ჩემს ამანათებს გულში ვარიგებ,
ვიღაცა რაღაც ჭკუას მარიგებს,
აღარ ეტევა დარდი და სევდა,
მე ხომ ყოველთვის ეს გრძნობა მდევდა.

დროის წარსულში ვეძებ იარებს,
ბედის ბორბალი ხომ უკუღმა ტრიალებს,
ჩემს ნაიარევს,ვეღარ ვიშორებ,
მარტო დამტოვა მომავლის სიშორემ.

შემოდგომის სუსხით გაჟღენთილს მძინავს,
ჩემი სხეული დათვივით გმინავს,
სუნთქვა პირველი რომელიც დამაქვს,
ვერ გადავიხდი მე დედის ამაგს.

ამ შემოდგომას მოაქვს სიცივე,
ძვლებს აღარ მითბობს ახლა მზე მწველი.
ფიქრებში გართულს ვეღარ ვიძინებ,
ვზივარ და ვფიქრობ რაღაც მეტს ველი.

ზაფხულიც მოვა გამოიდარებს,
გულში კი ყველა დარდი გაქრება,
ამანათები რომელიც დამრჩა
ცხოვრების ბოლოს ალბათ ჩაქრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები