ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2014


პოვნა

ღვინოს დააბრალეს
ღუზააწყვეტილი ხომალდები...
სხეული – ოკეანე,
თვალები – ვეებერთელა აისბერგი.
ან ვინ გაიგებდა,
მკერდზე მიბნეული მიმოზები,
თითქოს უმიზეზოდ,
რატომ გადაიქცნენ ალუზიად...
ქარით ნაფერებით
აფრა დაიბერეს გემბანებმა,
მერე ნება–ნება,
დიდხანს ირწეოდნენ სიზმარეთში...
და დილით,
(როგორც,
შტორმში დაკარგულმა  მეზღვაურმა აღთქმული კუნძული)
იპოვნეს ერთმანეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები