ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2014


******

                   
იცით,თამაში ბავშვობაშიც კი არ მიყვარდა
და რომ მეგონა,ამ ასაკს უკვე გადავაბიჯე,
ბედმა ისურვა ,,დამალობანას" თამაში ჩემთან
და არც ველოდი,ისე უცებ მითხრა ,,სტუკა",რომ
დიდხანს ვერ მივხვდი,დრო დამჭირდა გამოსარკვევად,
რა უფრო სურდა _ გამოტოვებულ ნაბიჯებით გავლა თუ...
უფრო ჩემი განადგურება!
მე დავიბენი,არ ვიცოდი რა უნდა მექნა...
პირდაპირ ვკითხე:_,,რად მემალები,ანდა რა გინდა?"
ის დიდხანს დუმდა,მე კი ვიცდიდი,
ბოლოს დამღალა ამ ლოდინმაც და ზურგი ვაქციე...
,,_მე არა,ეს შენ გამირბიხარ,შენ მაქცევ ზურგს და
მოსვლას არ მაცლი"_მისაყვედურა აქეთ ბედმა.
დასჯილ ბავშვივით თავჩაქინდრული ვიდექ კარგა ხანს,
დიდანს ვფიქრობდი...მაინც გადავდგი ფეხი კარისკენ...
მაგრამ შევჩერდი,მოვტრიალდი,ახლოს მივედი და ჩავეხუტე...
ბედს ასდიოდა ზღვის სურნელი...დავმშვიდდი თითქოს,
იმ დღეს მე და ის ერთად გავედით ღია კარიდან
და შევიგრძენი,რომ დაიწყო რაღაც ახალი,
მაგრამ წარსულის ნაპეწკლები ჯერ ისევ მწვავდნენ სულის სიღრმეში...
თითქოს მიმიხვდა,ამოიღო რაღაც უბიდან,მომადო გულთან_
უცებ გაქრა სიცარიელე და წვაც შენელდა
და შევიგრძენი მთელი არსებით რომ ეს ის იყო_
ჩემი საწყალი ,ჩემი უიღბლო სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები