 | ავტორი: ნიმფა ჟანრი: იუმორისტული 13 დეკემბერი, 2008 |
-სულ გამოშტერდა ეს კაცი! უსაქმურობისაგან ვაშლებს დაუწყო ლაპარაკი! - ჩაიბურდღუნა ღმერთმა და სამოთხის კარი მოიჯახუნა. -უტვინო! უტვინო! აიკეცა მოსასხამი და აუყვა ცის კიბეს -რამე უნდა მოვუხერხო! ამასობაში კი ადამი ხეზე იჯდა, ღიღინებდა და ქლიავის კურკებს ესროდა მეორე ხეზე ცალი ფეზით ჩამოკიდულ ბეღურას. -ფუ! ასცდა! მოვარტყო ვაშააააა! ვაშლებო ვაშაააააააააააა! რა მაგარია ვაშლებო ვაშა! დავწერდი ლექსს , მაგრამ ვის წავაკითხო? ამ დროს ცაზე კეკლუცა ანგელოზმა აათამაშა ფეხები და ადამს თვალი ჩაუკრა - მე წამიკითხე! -წადი შე ჩამშვებო! -ადამიკო, ოქრო! ბაღი სადარაჯოა! - უხ, შენი…. . . .- შეაგინა ადამმა და ხიდან ჩამობობღვა დაიწყო. გრძელი თმები ფეხებში ებლანდებოდა. ხის ტოტზე ჩამომჯდარი ანგელოზი კისკისებდა -წადი რა! Qქშა. . . საქმე არ გაქვს? -შეუბღვირა ადამმა -ჰმ. უტვინო! -იუკადრისა კეკლუცა ანგელოზმა, ცხვირი აიბზუკა, ფრთები ჩამოიბერტყა და გაფრინდა. ადამი ბაღის კართან დადგა -უტვინო! უტვინო! ნეტავ რა არის ეს ტვინი! გამიწყალეს საქმე! ერთი მაპოვნინა და მე ვანახებ მაგათ! ამ ფიქრებში ადამს ჩაეძინა და სამოთხე ეშმაკებით აივსო. ყველაფერი რა თქმა უნდა მშვენივრად დაინახა მამაზეციერმა და კიბეებს დაუყვა. თან ბუძღუნებდა – რამ შემაქმნევინა ეს ზაქი! ირბინა ახლა წინ და უკან ამხელა კიბეზე. - მამიკო! ადამს ისევ ჩაეძინა!- ჩაიცინა ანგელოზმა და მამა-ზეციერს ლოყაზე აკოცა. ღმერთმა ააჩხარუნა გასაღები, გააღო სამოთხის კარი და დაიყვირა - გაიღვიძეეეეეეეეე! ადამი წამოიმართა - იმიტომ შემქმენი რომ არ დამაძინო? მიყავი ჩემთვის მიწა და მეძინა! დამანებე რა თავი! არ მინდა შენი ვაშლები! მამა-ზეციერი ქვაზე ჩამოჯდა და ატირდა - ჩემნაირი სახის შეგქმენი არადა! - მერე იქნებ მე ირემი უფრო მომწონს? ,მკითხე რამე? ამაზე უფრო ატირდა მამაზეციერი. ადამმა ყურებში თითები გაირჭო და ისევ ჩაეძინა. - არადა როცა სძინავს რა საყვარელია! -სიყვარულის თვალებით უცქერდა ღმერთი -რამე უნდა მოვუხერხო! ცოდოა! მცდარ გზაზე დგას! წინ და უკან დადიოდა ღმერთი და გამოსავალს ეძებდა. უცებ სახე გაუნათდა -რამ დამავიწყა ქალი! სიცოცხლის საწყისი, უდარდელობის წამალი! ნაზი, ლამაზი, ჭკვიანი, მშვიდი არსება. ახლავე უნდა შევქმნა და ის მოუვლის ამ გადარეულს! მაშინვე შეუდგა საქმეს და გაუმტკივარების შემდეგ ჩაძინებულ ადამს ნეკნი ამოაცალა. დიდი ხნის წვალების შემდეგ შუბლიდან ოფლი ჩამოიწმინდა და თვალი მშვენიერ ქალს გაუსწორა, რომელიც მხართეძოზე იწვა და მაცდურად იღიმოდა. მამაზეციერს მუხლები მოუდუნდა, გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო - ქალო, შენ მე ეგრე ნუ მიღიმი! ქალი კი კვლავ ვნებიანი თვალებით იცქირებოდა - ამას მოუარაე მეთქი -ადამზე მიუთითა ღმერთმა. ქალმა გაბანჯგვლულ არსებას დაუწყო ცქერა - ამას? -იკითხა მცირე პაუზის შემდეგ -ჰმ! ირემს მაინც გავდეს! - ვაი ჩემს თავს! -თავში ხელი შემოიკრა ღმერთმა და კიბეები აირბინა - და ჩემი სახელი? - ევა! ევა! -ექოსავით გაისმა ცრემლიანი ხმა. დილით როცა ადამმა გაიღვიძა და ჩვეულებისამებრ ზანტად გაიზმორა უცნაური სტვენა გაიგო - ცხოველი არაა! არც ფრინველი! არც წვიმის ხმაა! სწრაფად წამოხტა შეშინებული და კომბალს დასტაცა ხელი. სტვენა მაღლიდან ისმოდა. შეშინებულმა კაცმა მზერა მაღლა გააპარა. ხეზე ფეხი-ფეხზე გადადებული ევა იჯდა. უსტვენდა და მეორე ხეზე ფეხებით დაკიდებულ ბეღურას ესროდა ატმის კურკებს. ადამს თვალზე ცრემლი მოადგა და ჩაიბურდღუნა. - მე ქლიავის კურკებს მაინც ვესროდი საწყალს. ამასობაში ევამ დაბლა დაიხედა და მოტირალ ადამს გაუღიმა - გაბურძგნულ! ერთი ატამი ამომიგდე რა! ადამი ევას უცქქერდა და მისი ხმა არ ესმოდა. მუხლები ეკეცებოდა, ხელები უკანკალებდა. ევამ ხიდან ჩამობობღვა დაიწყო. ზანტად ამოძრავებდა შიშველ ტანს. -ფუი ეშმაკს! ფუო ეშმაკს!- ბურდღუნებდა კაცი, ხოლო როდესაც ქალი მის წინ დადგა ფერწასულმა მოსთხოვა -წყალი თუ შეიძლება! -ქლიავი არ წავა? გაეცინა ქალს. -მე კი მეგონა სხვა რამეს მეტყოდი. -მაინც რა უნდა მეთქვა ჰა? ვერ გაეგო ადამს. ევა კი მისი სურვილით იწვოდა. თვითონაც ვერ გაეგო რითი მოხიბლა ამ გაბურძგნილმა. უფრო სწორედ არაფრითაც არ იწვოდა, ლიბიდო აწუხებდა. ადამი კი მთელი დღე უსიტყვოდ დაყვებოდა უკან და პირღია მისჩერებოდა. ხოლო როცა ევა რაიმეს ეტყოდა ჭარხალივით წითლდებოდა და აღარ იცოდა სად წაეღო სიხარულის ცრემლით სავეს თვალები. ერთხელაც ევამ ვეღარ მოითმინა და უთხრა -მიყვარხარ! კაცი გაიქცა, დიდხანს ირბინა, მერე ბუჩქის ქვეშ დაჯდა და იგრძნო საოცრად ბედნიერი იყო. წინ და უკან დადიოდა ევა. აღარ იცოდა რითი მიექცია ამ გამოშტერებული არსების ყურადღება. ანგელოზები ცაში კისკისებდნებ. - აი, ნახე არაფერი გამოუვა! ღმერთი ცაში გაყრიდა ხოლმე, ისინი კი ხის კენწეროებზე მოკალათდებოდნენ და ისე უცქერდნენ ადამის და ევას ტანჯვას. ერთხელ ევამ ვეღარ მოითმინა, გაზასხული ახალი მოსული იყო. მივიდა და ლოყაზე აკოცა კაცს. ადამი უგონოდ დაეცა. ამას კი აღარ ელოდა ქალი. აიღო კომბალი და ღმერთთან გასწია საჩივლელად. -სად მიდიხარ? ღმერთი ვერ გიშველის. იმას ზუსტად ასეთი გამოშტერებული ადამი აწყობს!- ჩაიცინა ანგელოზმა -შენ ნუ ერევი სხვის საქმეში- გაბრაზდა ევა. გინდა გითხრა მაგ ბოთესთან რატომ არ გამოგივა არაფერი? -ვითომ რატომ? -ტვინი არ ქავს და იმიტომ! -ტვინი? ეგ რაღაა - რაც ადამს არა აქვს და არასოდეს ექნება! ამ სიტყვებმა ჩააფიქრა ევა. ყველაფერი გამოჰკითხა ანგელოზს. საშიში რამე ყოფილა ტვინი და იმიტომ არ აძლევდა ღმერთი ადამს. ისიც შეიტყოტვინის ნაწილი ეშმაკებმა მოიპარეს და ქვესკნელში ინახავენო. ევამ ღმერთთან მისვლა გადაიფიქრა და ქვესკნელში ჩავიდა. მრავალი ადამის მსგავსი არსება დიდ ქვაბთან იდგა და რაღაცას ხარშავდნენ. ქალი დაინახეს თუ არა პირღიებმა დაუწყეს ცქერა. ევამ აახამხამა დიდი წამწამები, მოიღერა ყელი და თქვა - ტვინი უნდა მიწილადოთ! ეშმაკთა მთავარი მიუახლოვდა. ფრთხილად შეახო თითი და როცა დარწმუნდა მოჩვენება არ არისო ჰკითხა -რად გინდა ტვინი? -ადამს უნდა მივცე! ეშმაკები ახარხარდნენ. -კაცი და ტვინი! ჰა, ჰა, ჰა. არ მისცე მაგასაც შეჭამს! როცა ბევრი იცინესს, მერე თქვეს კარგი სეირი იქნება, გავერთობითო და ევას ცხელი ქვაბი მიჩეჩეს ხელში. -წაიღე, მაგრამ არა მგონია შენ რომ გინდა იმ საქმისთვის გამოგადგეს. ევა გახარებული გაიქცა. ადამს თავი გაუხეთქა და ტვინი ჩაუსხა. აი დადგა ნანატრი წუთი, მისჩერებია ევა გაბანჯგვლულ არსებას, იცის რამოდენიმე წუთიც და ის მისი იქნება. სიამოვნების ცახცახმა აიტანა. ჭრილობამ შეხორცება დაიწყო. ევა თმას ისწორებდა, კეკლუცოდბა. ადამმა თვალი გაახილა. მრავალმნიშვნელოვნად ახედა ცას, შემდეგ ქალს. უცებ ხიდან ვაშლი ჩამოვარდა. კაცი ევას მიუტრიალდა - იცი რატომ ჩამოვარდა ვაშლი? ყოველივე დედამიწის მიზიდულობის ძალის ბრალია! -რაააა? -ჩვენ ამოვხსნით ამ საიდუმლოს. ჩვენ ავალთ კოსმოსში! ჩვენ გავფრინდებით! ევა ტირილით დაემხო მიწას. კაცმა ისევ ცას გახედა -ეჰ უსასრულობავ, როგორ ახელებ ჩემს ფანტასიას! ადექი სუსტო სქესო და დამეხამრე ავაშენოთ ხომალდი! ვიაროთ მხოლოდ დასავლეთით და აღმოვაჩინოთ რისი ფორმა აქვს დედამიწას! ქალს უკანასკნელი იმედიც წაერთვა. სასოწარკვეთილი წამოხტა. აირბინა კიბე და მამაზეციერს ჩაუვარდა ფეხებში - მიშველე მამა! ამოაცალე ადამს ტვინი, თორემ ორივეს დაგვღუპავს, ჩაეცინა მამაზეციერს -ვინ მისცა ადამს ტვინი? -მე მივეცი! მე! აღელდა ღმერთი -ვაიმე შვილო ჩემო! ერხელ თუ მიეცი ტვინი ვეღარასოდეს წაართმევ! -ესეიგი ახლა სულ იმ სისულეებზე უნდა ილაპარაკოს და სუსტი სქესი მიძახოს? ღმერთმა თავზე ხელი გადაუსვა ევას და უთხრა - მე მივცემ მას ისეთ რამეს რაც მუდამ აჯობებს მის ტვინს დ ახელს შეუშლის მის წინსვლას! ეს თქვა ღმერთმა, ემოციებით სავეს ჯამი დაიჭირა და სამოთხისკენ გასწია. ადამი ხომალდს აშენებდა. ღმერთი მიუახლოვდა, გაუპო გული და ემოციები ჩაუღვარა. კაცს ჭრილობა მოუშუშდა. გაუღიმა ქალს, არც შეუმჩნევია მამაზეციერი. ევა ჩაიკრა გულში. ღმერთი ღიმილით აუყვა ცის კიბეს. ახლა უკვე ვეღარასოდეს მიაღწევს ადამიანის ტვინი შესაძლებლობების მაქსიმუმს. შუა კიბეზე შედგა ერთმა უცნაურმა აზრმა გაუელვა. - ვაი თუ ადამმა შეძლოს და აჯობოს თავის ემოიციებს? შეშფოთებულმა მოიხედა უკან. ქალი და კაცი ერთმანეთს ეხვეოდნენ. -არა! ადამიანს აღარ ექნება ამის დრო. - ჩაეცინა ღმერთს და განაგრძო გზა. EEE
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ვაიმე ასე კარგა ხანია არ მიცინია :)) ვაიმე ასე კარგა ხანია არ მიცინია :))
13. ინტერსით იკითხება. 10! ინტერსით იკითხება. 10!
12. სიმართლე გითხრა, პირველი უფრო მომეწონა ნიმფა..აი ძაღლებზე რო იყო....საყვარელი იყო უფრო :) :) :) მარა ამაზე მაგრად ვიცინე :D სიმართლე გითხრა, პირველი უფრო მომეწონა ნიმფა..აი ძაღლებზე რო იყო....საყვარელი იყო უფრო :) :) :) მარა ამაზე მაგრად ვიცინე :D
11. 10. უმაგრესია! 10. უმაგრესია!
10. ესეიგი ახლა სულ იმ სისულეებზე უნდა ილაპარაკოს და სუსტი სქესი მიძახოს? აბა რა გეგონა????? :) 10 ესეიგი ახლა სულ იმ სისულეებზე უნდა ილაპარაკოს და სუსტი სქესი მიძახოს? აბა რა გეგონა????? :) 10
9. ვახ, მე გარდატეხის ასაკში გული არ მიმდიოდა
აქედან დასკვნა: ან ბიჭი არა ვარ ( ლალი გავახაროთ ) , ან ჯერ არ გადავმტყდარვარ :))) ვახ, მე გარდატეხის ასაკში გული არ მიმდიოდა
აქედან დასკვნა: ან ბიჭი არა ვარ ( ლალი გავახაროთ ) , ან ჯერ არ გადავმტყდარვარ :)))
8. ნიანგიც ტირის როცა შია:) იმასაც შიოდა (საჭმელი არა) და იმის ცრემლები იყო:) და გული გარდატეხის ასაკში ზოგჯერ მისდით ხოლმე ბიჭებსაც, ახლა არ მკითხოთ რატომ:)) ნიანგიც ტირის როცა შია:) იმასაც შიოდა (საჭმელი არა) და იმის ცრემლები იყო:) და გული გარდატეხის ასაკში ზოგჯერ მისდით ხოლმე ბიჭებსაც, ახლა არ მკითხოთ რატომ:))
7. მეც ეგ ვიფიქრე მატა :) ოღონდ არ დამიწერია :D მეც ეგ ვიფიქრე მატა :) ოღონდ არ დამიწერია :D
6. თუ კაცს ემოცია არ ქონდა,რატომ ევსებოდა ცრემლებით თვალები ან გული რატომ მისდიოდა?! არა, ღმერთმა კაცს სულ სხვა რამ მისცა იმისთვის რომ ტვინმა კარგად ვერ იმუშაოს,ის რაც მანამდე არ სჭირდებოდა იმიტომ რომ ქალი არ ყავდა.
კარგია! თუ კაცს ემოცია არ ქონდა,რატომ ევსებოდა ცრემლებით თვალები ან გული რატომ მისდიოდა?! არა, ღმერთმა კაცს სულ სხვა რამ მისცა იმისთვის რომ ტვინმა კარგად ვერ იმუშაოს,ის რაც მანამდე არ სჭირდებოდა იმიტომ რომ ქალი არ ყავდა.
კარგია!
5. იკა-ბერო ჯიგარი ხარ! ნადირი ეგ ერთი ქულა რაღა იყო 99 ხინკლის ვარიანტია?:))) მადლობა დიდი მაინც:)
ლალი, სამაგიეროდ რა ნიჭიერად მოვიპარე:)) ნიკი თუ გაგეღიმა მეტი რა გინდა? აბა ნობელის პრემიას კი არ ვითხოვ:))) იკა-ბერო ჯიგარი ხარ! ნადირი ეგ ერთი ქულა რაღა იყო 99 ხინკლის ვარიანტია?:))) მადლობა დიდი მაინც:)
ლალი, სამაგიეროდ რა ნიჭიერად მოვიპარე:)) ნიკი თუ გაგეღიმა მეტი რა გინდა? აბა ნობელის პრემიას კი არ ვითხოვ:)))
4. იდეა კარგი, შესრულება სუსტი თანაც მგონი მიფუჩეჩებულივითაა :) 2 ქულა მხოლოდ
ისიც ალაგ-ალაგ გაღიმებისთვის და უკეთესად გაგრძელების მოლოდინისთვის იდეა კარგი, შესრულება სუსტი თანაც მგონი მიფუჩეჩებულივითაა :) 2 ქულა მხოლოდ
ისიც ალაგ-ალაგ გაღიმებისთვის და უკეთესად გაგრძელების მოლოდინისთვის
2. რატომ შექმენი ქალი ლამაზი?ეკითხება მამაკაცი ღმერტს იმიტომ რომ შეიყვარო. და რატომ შექმენი სულელი?იმიტომ რომ შენ შეგიყვაროს.ცნობილი ანეგდოტია. ცოტა ''მოპარული'' (ბრჭყალებში!!!)გაქვს იუმორი,მაგრამ მაინც 5 ჩემგან :) რატომ შექმენი ქალი ლამაზი?ეკითხება მამაკაცი ღმერტს იმიტომ რომ შეიყვარო. და რატომ შექმენი სულელი?იმიტომ რომ შენ შეგიყვაროს.ცნობილი ანეგდოტია. ცოტა ``მოპარული`` (ბრჭყალებში!!!)გაქვს იუმორი,მაგრამ მაინც 5 ჩემგან :)
1. ძალიან მომეწონა :) :) :) ადექი სუსტო სქესო და დამეხამრე ავაშენოთ ხომალდი!-- :D ძალიან მომეწონა :) :) :) ადექი სუსტო სქესო და დამეხამრე ავაშენოთ ხომალდი!-- :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|