ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


აქილევსის ფარი (ნინო დარბაისელი)

ნინო დარბაისელი

აქილევსის ფარი
- - - - - - - -

,,- თვლემდა ალბათ ჰომეროსი,
თვლემდა დიდხანს
და მთვლემარე თხზავდა,
არა - ამბავს ომებისას,
ვინ ვის როგორ შეერკინა,
ანდა დაუზავდა,
ფარს ლანდავდა გასაოცარს,
თვით ჰეფესტოს ხელით ნაჭედს,
გმირი აქილევსის
და ასოცზე მეტი ბწკარის
დამტეველი ვრცელი ლექსი
მის აღწერას უძღვნა.
გვასწავლიან:
,,ეკფრასისი",
(მოიძიე ლექსიკონში)
ასე დააფუძნა.
ეს რომ არც ადვილია და
ეს რომ არც ტყუილია და
ჭორი,
გაიხსენე ილიადა,
და მითხარი,
აქილევსი,
ბრძოლით ნაჯაფარი
მარჯვენათი მტერს თუ უტევს,
მარცხენა ხელს რაღად აცდენს,
რაღად უნდა ფარი.
ვისაც სადმე შეეჭიდა,
ყველგან მისი ძალა ჭრიდა
აცამტვერა მტერი.
მჯობის მჯობი მოსრა ყველა,
ანუ, როგორც ნათქვამია,
მტერს გაავლო მუსრი,
მაგრამ ფარით იფარება ქუსლი?

ასეთია ხელოვნება,
თუ ოსტატმა  ნიჭით გააჯერა,
იყოს დაუჯერებელი,
გვჯერა!"

დაგეთანხმე.
წავიმახვილგონიერე:
,,-იმ ჰეფესტოს ფარის ნაცვლად
ქუსლსაფარი შეეჭედა, სჯობდა.
ანდა დევგმირს ქალის კაბა დაფარავდა?
ზომით ვერ ცნეს?
მტერი დარაჯობდა..."

თემის შეცვლა განა ღირდა?
მეხსომება, რაც ამაგი დამდე,
მარიდებდი მახვილთ, გულზე დანაღირთა.
მოვაღწიეთ დღეს ამ მაგიდამდე:
ორი ჭიქა,
ერთი ბოთლი კონიაკი,
(ამირია გონი აკი.. -
უადგილოდ რა მარითმებს ამდენს!)

ერთი ვიცი,
წინ - არ დარჩა არაფერი.
გინდ მეფერო, გინდაც გამიავდე.

სიყვარული  დარჩეს ამბად!
ნახავ, ალბათ -
თეფშქვეშ
შენი გასაღები დავდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები