ის ის იყო ირიჟრაჟა. საძილე ტომარა გავხსენი და ზანტად ამოვძვერი თბილი სამყოფელიდან. -არ წახვიდე რა-დაიკრუტუნა ელენმა და მანაც ამოყო ტომრიდან თავი-მოდი ჩემთან დეივი. -ახლავე მოვალ ძვირფასო-კარვის კალთა გადავწიე და გამოსაფხიზლებლად დილის სუსხს მივუშვირე სახე. -ელ გარეთ ნისლია. -მეშინია დეივი, მოდი რა ჩემთან-აშკარად მიწვევდა. -შენ ხომ მშიშარა გოგო არ ხარ. -ოო, ნისლი მაშინებს, რაღაც ავის მომასწავებელია. -სისულელეს ამბობ, ვინ გითხრა ეგ? -ბებიამ. - სანამ მზე ამოვა ეს ნისლიც გაიფანტება დარწმუნებული ვარ. სუსხმა უკვე გამომაფხიზლა კი არა ძვალ-რბილშიც დამიარა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ისევ საძილე ტომარაში შევმძვრალიყავი, რამაც ელენის აღფრთოვანება გამოიწვია. ქალი მჭიდროდ მომეხუტა სხეულზე. -შენ ისეთი ცხელი ხარ და სასურველი...-ჩუმად დავიჩურჩულე. -იცი ყველაზე მეტად რომელი პოზა მიყვარს?-ტუჩები ყურთან მომიტანა. -არ ვიცი-ვუთხარი და ყელში ვაკოცე, ერთხელ, მეორედ-მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა მინდა მთელი სხეული დაგიკოცნო. -ნისლი...თქვა ელენმა-ნისლში ვერავინ დაგვინახავს დეივი...
გამეღვიძა თუ არა მაჯის საათს დავხედე. თერთმეტი სრულდებოდა. სწრაფად ავდექი და ჩაცმას ვამთავრებდი უკვე, როცა ელენმაც გაახილა თვალი. -უკვე მივდივართ? -ადექი ელ, გვიანია უკვე, გავალ მანქანას დავხედავ, შენ კი ბარგი ჩაალაგე. კარვის კალთა ავწიე და გარეთ გავედი. სითეთრე ისე შემომეფეთა მოულოდნელობისგან გავშეშდი. თვალები დავხუჭე და ნელ ნელა ისევ გავახილე. -ჯანდაბა-ცოტა ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი. -რა ხდება დეივი?-კარვის შიგნიდან გამომეპასუხა ელენი. -არაფერია, ნელა ვივლით და ეგაა. ირგვლივ ნისლი მეფობდა. სქელი და თითქოს ბლანტი მასა დარიალებდა ჰაერში. მზერა დავძაბე, ვცადე მანქანა მომეძებნა, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე. -ელ, მანქანა ვერ ვნახე! ელენი უკვე ზურგჩანთების ჩალაგებას ამთავრებდა. სწრაფად შემომიტრიალდა და ისეთი სასოწარკვეთით შემომხედა ჩემი თავი გულში გავკიცხე საყვარელი ადამიანის შეშინებისთვის. -ვხუმრობ-უხერხულად გავუღიმე-იმედია მაპატიებ-ელენმაც ძალაუნებურად გაიღიმა.
მანქანაში ჩავჯექით. -აქ რატომ წამოვედით, ჩემი ბრალია, არ უნდა ამეჩემებინა-თქვა ელენმა. -მოიცა რა-ამ სიტყვებთან ერთად „ლენდ როვერი“ დავძარი-დარწმუნებული ვარ მერე ბევრს იცინებ ამ ამბავზე. ელენს პასუხი აღარ გაუცია. ნელა მივუყვებოდი გზას. სამ-ოთხ მეტრშიც კი არაფერი ჩანდა წინ. აქ სადღაც გადასახვევია. მერე მთავარ ტრასაზეც გავალთ და გზას უფრო ადვილად გავიგნებ. მთავარია ელენმა არ ინერვიულოს. აი ისიც. მარჯვნივ გადავუხვიე. ნისლი ისევ არ წყდება. დამთავრდება როდესმე? დაახლოებით თხუთმეტი კილომეტრი გავიარეთ ასე. ზოგი ადგილები თითქოს მეცნო, ზოგი არა. რაც მთავარია ნისლმა ნელ-ნელა გაფანტვა დაიწყო. -სწორად მივდივართ დეივი?-უკვე მერამდენედ მეკითხება ელენი. -არ ვიცი ელ, სადმე დასახლებულ პუნქტს ვნახავთ და ვინმეს ვკითხოთ. ნისლი ბოლომდე გაიფანტა. ცაც სრულიად მოიწმინდა. მზის მცხუნვარებამ უკვე მანქანაშიც შემოაღწია. -კონდიციონერი ჩართე რა-მთხოვა ელენმა და ფეხები მანქანის საქარე მინას მიატყუპა-რა ადგილია ეს? -მაგასაც ახლავე გავიგებთ-მხიარულად ვუპასუხე და შენობებისკენ ვანიშნე, გზის მარცხენა მხარეს რომ გამოჩნდნენ.
მანქანა პირდაპირ ეზოში შევიყვანე და ძირს გადმოვედი. ცოტა უცნაური დასახლება ჩანდა. მოძველებული, ჟანგ მოკიდებული შენობები, ბევრ ფანჯარას მინები აკლდა. ძირითადი შენობის ირგვლივ რამდენიმე პატარა შენობა იყო განლაგებული. ეზოში კაცი-შვილის ჭაჭანებაც არ იყო. -იქნებ ვინმე იყოს აქ, წავალ მოვძებნი-ვთქვი მე. -მეც წამოვალ-მთხოვა ელენმა. -ჰეი, არის აქ ვინმე?-ხმამაღლა დავიყვირე. პასუხი არავის გაუცია. რკინის უზარმაზარ კართან მივედი და მივაწექი. კარი არ გაიღო, როგორც ჩანს დაკეტილი იყო. -წამოდი შემოვუაროთ, იქნებ უკანა ეზოში იყოს ვინმე-ვუთხარი ელენს. უკან ეზოში გავედით თუ არა ჩვენი ყურადღება მიწაზე დატოვებულმა კვალმა მიიქცია. თითქოს რაღაც ზეთიანს მიათრევდნენ. კვალი იქვე განთავსებულ ჯიხურის მაგვარი შენობის კარებიდან იწყებოდა და წინა ეზოსკენ მიემართებოდა. -როგორც ჩანს ახლახანს აქ ვიღაც იყო, წამოდი დავეწიოთ ელ. სირბილით წავედით წინა ეზოსკენ. ჩემს ყურთასმენას ლითონის ხმა მიწვდა, რომელსაც თითქოს მიწაზე მიათრევდნენ. მერე ადამიანიც გამოჩნდა. უზარმაზარი ტიპი იყო. წელს ზემოთ შიშველი. არაბუნებრივად დიდიც კი მომეჩვენა. ცალი ხელით რაღაც გიგანტური ნაჯახის მაგვარს მიათრევდა და პირდაპირ ჩვენი მანქანისკენ მიემართებოდა. -თქვენ ჰეი-ხმამაღლა დავიძახე-აქ შემოჭრა არ გვინდოდა, იქნებ გზა მიგვასწავლოთ. ტიპი წამით პროფილით ჩვენსკენ შემოტრიალდა. -ღმერთო ჩემო!-დაიჩურჩულა ელენმა. -ეს, ეს რაა?-ვთქვი მე და ელენი ინსტიქტურად ჩემსკენ მივიზიდე. გოლიათმა ნელა, აუჩქარებლად აიღო ნაჯახი და შემდეგ სწრაფად და მძლავრად დაცხო ჩვენს მანქანას. რეალურად ერთი დარტყმის შემდეგ უკვე, მანქანა ლამის შუაზე გაჭრა, თუმცა ისევ გულმოდგინედ აგრძელებდა თავის საქმეს. -გავიქცეთ სანამ დროა-სადღაც ჩემს გვერდიდან ელენი მეძახდა. გასასვლელთან ის მონსტრი იდგა და მანქანას ანაკუწებდა. ამიტომ ალტერნატიული გასასვლელის მოძებნის მიზნით უკან, ეზოს სიღრმისკენ გავქუსლეთ. სწორედ ამ დროს რომელიღაცა შენობიდან ვიღაც გამობაჯბაჯდა. -ეს სავარაუდოდ იმ რეგვენის ცოლია მანქანასთან რომ თამაშობს-თქვა ელენმა. -გზა გადაგვიკეტეს-ვთქვი მე-მოდი ისევ უკან გავიქცეთ. „ცოლი“ ბაჯბაჯიდან ძუნძულზე გადავიდა, მახინჯი სახე ჩვენსკენ მოეპყრო და რაღაცას ღმუოდა. ელენს ხელი მაგრად ჩავჭიდე და რაც ძალი და ღონე გვქონდა გავრბოდით. სწორედ ამ დროს მოამთავრა მანქანის დანაკუწება გოლიათმაც. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა. ელენს ხელი გავუშვი და მთელი ძალით ვუბიძგე ჭიშკრისაკენ, მე კი ყურადღების მიქცევის მიზნით გოლიათს დავეჯახე. იდაყვის მსუბუქი დარტყმით დამანარცხა მიწაზე. ამ დროს იმ მეორემაც მოირბინა. ახლა კარგად შევათვალიერე ორივენი, გოლიათი და მისი ცოლი დაახლოებით ორ მეტრანახევარი იქნებოდა თითოეული. საშინლად მახინჯი შესახედაობის იყვნენ. ერთმანეთს რაღაცა უთხრეს, რაღაც ხორხისმიერ ბგერებს გამოცემდნენ. მერე გოლიათმა ცოლს ელენისკენ ანიშნა, რომელიც უკვე ჭიშკარს გაცდენოდა და გზისკენ გარბოდა. -გაიქეცი ელენ-ხმამაღლა დავიღრიალე. გოლიათმა ნაჯახი აღმართა და ელვის უსწრაფესად მოიქნია...
-დეივი, გაიღვიძე დეივი, აღარაა ნისლი, მართალი აღმოჩნდი. ასე მაინც როგორ დაგღალე, დეივიი, დეივი, დეივი!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ოკ, მადლობა.
წაიკითხეთ რამდენჯერაც გენებოთ სერენა. ოკ, მადლობა.
წაიკითხეთ რამდენჯერაც გენებოთ სერენა.
32. თან უკვე მეორედ წამიკითხავს და დამივიწყებია :D:D კიდე თუ დავაკომენტარე არ გაგიკვირდეს :D:D თან უკვე მეორედ წამიკითხავს და დამივიწყებია :D:D კიდე თუ დავაკომენტარე არ გაგიკვირდეს :D:D
31. ერთი ფილმი გამახსენდა "მცდარი მოსახვევი ან მოსახვევი არსაით" საინტერესო პერიფრაზირება იყო, თუმცა ნაცვალსახელებიც რომ შემხვედროდა ამდენი ელენის და დეივის ნაცვლად კარგი იქნებოდა.
მოკლედ წავიკითხე და დავივიწყე...
+2 (ერთი ქულა სინტაქსისთვის და ერთი ქულა იმისთვის რომ სიზმარი იყო მხოლოდ, ძირს ძალადობა !!!! :D)
ერთი ფილმი გამახსენდა "მცდარი მოსახვევი ან მოსახვევი არსაით" საინტერესო პერიფრაზირება იყო, თუმცა ნაცვალსახელებიც რომ შემხვედროდა ამდენი ელენის და დეივის ნაცვლად კარგი იქნებოდა.
მოკლედ წავიკითხე და დავივიწყე...
+2 (ერთი ქულა სინტაქსისთვის და ერთი ქულა იმისთვის რომ სიზმარი იყო მხოლოდ, ძირს ძალადობა !!!! :D)
30. ჩემი ერთადერთი მეგობარი ამ საიტზე; ერთადერთი ადამიანი არის "შუშის კაცი", რომელიც მოსულს თბილად შემხვდა და ელემეტარულად, მომესალმა!... <3 :* ჩემი ერთადერთი მეგობარი ამ საიტზე; ერთადერთი ადამიანი არის "შუშის კაცი", რომელიც მოსულს თბილად შემხვდა და ელემეტარულად, მომესალმა!... <3 :*
29. ეს ადრევე წავიკითხე, თავის დროზე ანუ როცა დაიდო მაგრამ მაშინაც ვერ განვეწყე დადებითად და ორიოდე დღის უკან რომ გადავიკითხე, იგივე განწყობა შემექნა ამიტომ მაშინ არ გამიკეთებია კომენტარი მაგრამ ახლა რომ ვნახე ეს ბმულები და ფილმზე მინიშნებები
თან ჩემს მიდრეკილებასაც თუ გავითვალისწინებთ საშინელებათა ფილმებისაკენ მოვიძიე და ვუყურე ჯერ პირველ ფილმს ანუ 2006 წელს გადაღებულს მერე აღმოვაჩინე რომ იგივე ფილმი 1977-შიცაა გადაღებული და იმასაც ვუყურე
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სუსტი ფილმია, ბევრი ლაფსუსებით 77 წელს გადაღებული კიდევ ცოტა უფრო უკეთესად გამოიყურება თანაც 2006-ში გადაღებული ლამის ზუსტი კოპიაა 1977-ში გადაღებულისა და ლამის მხოლოდ მსახიობებია სხვა და სახეების დამახინჯების ტექნიკაში მიაღწიეს პროგრესს 2006 წელს
მერე ვნახე 2007 წელს გადაღებული მეორე ფილმი, სადაც სულ სხვა გმირები და სულ სხვა სიტუაციაა თუმცა იგივე ადგილზე ხდება მოქმედება. მაგრამ ადგილობრივებიც კი სხვები არიან
2006 წლის გადაღებულს ესეც ჯობია, თუმცა აქაც ბევრი ლაფსუსებია
ასე რომ საბოლოო ჯამში არ გირჩევთ ყურებაზე დროის კარგვას ჩემი დროც საკმარისია ზვარაკად შეწირული
:))
ეს ადრევე წავიკითხე, თავის დროზე ანუ როცა დაიდო მაგრამ მაშინაც ვერ განვეწყე დადებითად და ორიოდე დღის უკან რომ გადავიკითხე, იგივე განწყობა შემექნა ამიტომ მაშინ არ გამიკეთებია კომენტარი მაგრამ ახლა რომ ვნახე ეს ბმულები და ფილმზე მინიშნებები
თან ჩემს მიდრეკილებასაც თუ გავითვალისწინებთ საშინელებათა ფილმებისაკენ მოვიძიე და ვუყურე ჯერ პირველ ფილმს ანუ 2006 წელს გადაღებულს მერე აღმოვაჩინე რომ იგივე ფილმი 1977-შიცაა გადაღებული და იმასაც ვუყურე
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სუსტი ფილმია, ბევრი ლაფსუსებით 77 წელს გადაღებული კიდევ ცოტა უფრო უკეთესად გამოიყურება თანაც 2006-ში გადაღებული ლამის ზუსტი კოპიაა 1977-ში გადაღებულისა და ლამის მხოლოდ მსახიობებია სხვა და სახეების დამახინჯების ტექნიკაში მიაღწიეს პროგრესს 2006 წელს
მერე ვნახე 2007 წელს გადაღებული მეორე ფილმი, სადაც სულ სხვა გმირები და სულ სხვა სიტუაციაა თუმცა იგივე ადგილზე ხდება მოქმედება. მაგრამ ადგილობრივებიც კი სხვები არიან
2006 წლის გადაღებულს ესეც ჯობია, თუმცა აქაც ბევრი ლაფსუსებია
ასე რომ საბოლოო ჯამში არ გირჩევთ ყურებაზე დროის კარგვას ჩემი დროც საკმარისია ზვარაკად შეწირული
:))
28. ყურები არა თვალები ან :)))
http://net.adjara.com/Movie/main?id=4520
თემატიკაა მსგავსი, სიუჟეტი საერთოდ განსხვავებულია ვიცი ეს ფილმი.
მადლობა. ყურები არა თვალები ან :)))
http://net.adjara.com/Movie/main?id=4520
თემატიკაა მსგავსი, სიუჟეტი საერთოდ განსხვავებულია ვიცი ეს ფილმი.
მადლობა.
27. ნეფერტარ, მაგ ფილმს "ბორცვებსაც აქვთ ყურები" ჰქვია :)) წაკითხვისას, მეც დამრჩა ის შთაბეჭდილება, რომ სადღაც მენახა უკვე ეს სიუჟეტი. :)) წარმატებები ავტორს. ნეფერტარ, მაგ ფილმს "ბორცვებსაც აქვთ ყურები" ჰქვია :)) წაკითხვისას, მეც დამრჩა ის შთაბეჭდილება, რომ სადღაც მენახა უკვე ეს სიუჟეტი. :)) წარმატებები ავტორს.
26. შუშის კაცო, მე შენიშვნები არ მაქვს, მხოლოდ რეკომენდაციები. :)
შუშის კაცო, მე შენიშვნები არ მაქვს, მხოლოდ რეკომენდაციები. :)
25. ერთი წლის წინ PM ში რაზე ვისაუბრეთ არ მახსოვს. კი ფილმი ნამდვილად არსებობს. სათაური არ მახსოვს, პლაგიატი არ დამიბრალებია, არც ის ფილმი მომეწონა. უბრალოდ აშშ კინოსტუდებს ყველა იდეაზე აქვს ფილმი გადაღებული, სიუჟეტი ასეთია, ოჯახი მანქანით და მისაბმელით სამოგზაუროდ მიდის. მძღოლს გზა აერევა და სადღაც ავტოგასამართ სადგურზე სწორ მიმართულებას იკითხავს. გზას სპეციალურად არასწორად მიასწავლიან და ოჯახი უდაბნოში აღმოჩნდება, სადაც ძალიან მახნიჯი და ველური ადამიანები ცხოვრობენ ფარულად. ძაღლი გეშს აიღებს და მათ კვალს მისდევს. მას პატრონი, ოჯახის უმცროსი ვაჟიშვილი დაედევნება, ცოტა ხანში ძაღლს გაგლეჯილს და გულ -გამოგლეჯილს იპოვის... ასე იწყება ამბავი...ერთი კია იმ ფილმის ორფეხა მონსტრებმა, ძაღლით დაიწყეს და მთელ 10 სულიან ოჯახს ამოწყვიტეს, მხოლოდ ჩვილი ბავშვი წაიყვანეს თან სათამაშოდ... სხვა ფილმიც არსებობს "ნისლი" ... ანუ, მეც იგივე ვიფიქრე, რაც სმიტმა. თუმცა, ცუდი მთხრობელი არ ხარ, უბრალოდ, კარგი სიუჟეტი გჭირდება.
ერთი წლის წინ PM ში რაზე ვისაუბრეთ არ მახსოვს. კი ფილმი ნამდვილად არსებობს. სათაური არ მახსოვს, პლაგიატი არ დამიბრალებია, არც ის ფილმი მომეწონა. უბრალოდ აშშ კინოსტუდებს ყველა იდეაზე აქვს ფილმი გადაღებული, სიუჟეტი ასეთია, ოჯახი მანქანით და მისაბმელით სამოგზაუროდ მიდის. მძღოლს გზა აერევა და სადღაც ავტოგასამართ სადგურზე სწორ მიმართულებას იკითხავს. გზას სპეციალურად არასწორად მიასწავლიან და ოჯახი უდაბნოში აღმოჩნდება, სადაც ძალიან მახნიჯი და ველური ადამიანები ცხოვრობენ ფარულად. ძაღლი გეშს აიღებს და მათ კვალს მისდევს. მას პატრონი, ოჯახის უმცროსი ვაჟიშვილი დაედევნება, ცოტა ხანში ძაღლს გაგლეჯილს და გულ -გამოგლეჯილს იპოვის... ასე იწყება ამბავი...ერთი კია იმ ფილმის ორფეხა მონსტრებმა, ძაღლით დაიწყეს და მთელ 10 სულიან ოჯახს ამოწყვიტეს, მხოლოდ ჩვილი ბავშვი წაიყვანეს თან სათამაშოდ... სხვა ფილმიც არსებობს "ნისლი" ... ანუ, მეც იგივე ვიფიქრე, რაც სმიტმა. თუმცა, ცუდი მთხრობელი არ ხარ, უბრალოდ, კარგი სიუჟეტი გჭირდება.
24. ფილმის ლინკი მიმითითეთ, თუ არადა გამოდის ცილს მწამებთ :))
ვთქვათ არსებობს კიდეც ასეთი ფილმი, თქვენი აზრით დავჯექი და მისი მოთხრობად ქცევა გადავწყვიტე?
mrs.smith-მა სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება.
რაც შეეხება თქვენი კომენტარის მეორე ნაწილს , ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ პირადში.
მადლობა :)) ფილმის ლინკი მიმითითეთ, თუ არადა გამოდის ცილს მწამებთ :))
ვთქვათ არსებობს კიდეც ასეთი ფილმი, თქვენი აზრით დავჯექი და მისი მოთხრობად ქცევა გადავწყვიტე?
mrs.smith-მა სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება.
რაც შეეხება თქვენი კომენტარის მეორე ნაწილს , ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ პირადში.
მადლობა :))
23. აი შუშის კაცო, ერთი წლის შემდეგ შემოგიარე, ისევ წავიკითხე შენი მოთხრობა კოშმარულ სიზმარზე. ვეთანხმები მე-12 კომენტარს. ფილმიც მაქვს ნანახი იგივე სიუჟეტით, ოღონდ ეს ყველაფერი ცხადში ხდება იქ.
მე-18 კომენტარიც მხოლოდ ახლა წავიკითხე (თქვენი). მე არავის ვეჩხუბები, მხოლოდ ხურდას ვაბრუნებ. დედა ტერეზა? - ბედნიერი ვიქნები თუ გამომივა. თუ თქვენ ამას უკვე ხედავთ, მშვენიერია.
"ორმეტრანახევარი" - არასწორია.
აი შუშის კაცო, ერთი წლის შემდეგ შემოგიარე, ისევ წავიკითხე შენი მოთხრობა კოშმარულ სიზმარზე. ვეთანხმები მე-12 კომენტარს. ფილმიც მაქვს ნანახი იგივე სიუჟეტით, ოღონდ ეს ყველაფერი ცხადში ხდება იქ.
მე-18 კომენტარიც მხოლოდ ახლა წავიკითხე (თქვენი). მე არავის ვეჩხუბები, მხოლოდ ხურდას ვაბრუნებ. დედა ტერეზა? - ბედნიერი ვიქნები თუ გამომივა. თუ თქვენ ამას უკვე ხედავთ, მშვენიერია.
"ორმეტრანახევარი" - არასწორია.
22. ავტორი აზრის გამოტანას მკაცრად მოითხოვს მკითხველთა კომენტარებიდან. პარადოქსი: არადა ავტორის ნაწერიდან. აზრის გამოტანა შუძლებელია. რატომ დეივი? რატომ ელენი? სად ვართ? მორალი სადღაა? ავტორი აზრის გამოტანას მკაცრად მოითხოვს მკითხველთა კომენტარებიდან. პარადოქსი: არადა ავტორის ნაწერიდან. აზრის გამოტანა შუძლებელია. რატომ დეივი? რატომ ელენი? სად ვართ? მორალი სადღაა?
20. მე იქ ვიყავი :) მე იქ ვიყავი :)
19. ჰო, იმის თქმა დამავიწყდა რო, ავტორი ძალიან საინტერესო ჩანს... შემოგივლი ყოველთვის...:) ჰო, იმის თქმა დამავიწყდა რო, ავტორი ძალიან საინტერესო ჩანს... შემოგივლი ყოველთვის...:)
18. ეს გაფრთხილებაა ნეფერტარ? :DDD
ყველას შენ მაინც როგორ ეჩხუბები ა?
უკმეხი ვიქნები თუ ბამბა კომენტარებში ჩემი საქმეა ან შენ საერთოდ ვინ გკითხავს, დედა ტერეზა ხარ? :) ჩემი კომენტარები არ მოგწონს თქვენო უმაღლესობავ?
ჭას მადლობა. ეს გაფრთხილებაა ნეფერტარ? :DDD
ყველას შენ მაინც როგორ ეჩხუბები ა?
უკმეხი ვიქნები თუ ბამბა კომენტარებში ჩემი საქმეა ან შენ საერთოდ ვინ გკითხავს, დედა ტერეზა ხარ? :) ჩემი კომენტარები არ მოგწონს თქვენო უმაღლესობავ?
ჭას მადლობა.
17. ისე თბილად დაიწყო და იმგვარი განწყობა მომიტანა, ლამაზი და ხანგრძლივი თავგადასავლისთვის მოვემზადე...აქ კი რა მოხდა?...თითქოს ავტორსაც ფეხი აუცდაო ნისლში, სულ სხვაგან წაიყვანა თრობა და უცებ მოჭრა...სიზმარს თუ არ ჩავთვლით, ფაქტიურად სადაც დაიწყო, იქვე დამთავრდა...:) შეიძლება ასეც ქონდა გათვლილი ავტორს...-მოულოდნელობის ეფექტის მოხდენა სურდა...თუ ასეა, ჩემი აზრით ამან არ გაამართლა...ხელოვნური ემოცია იყო...ანუსმიტის აზრს ვიზიარებ მეც...:-*
ისე თბილად დაიწყო და იმგვარი განწყობა მომიტანა, ლამაზი და ხანგრძლივი თავგადასავლისთვის მოვემზადე...აქ კი რა მოხდა?...თითქოს ავტორსაც ფეხი აუცდაო ნისლში, სულ სხვაგან წაიყვანა თრობა და უცებ მოჭრა...სიზმარს თუ არ ჩავთვლით, ფაქტიურად სადაც დაიწყო, იქვე დამთავრდა...:) შეიძლება ასეც ქონდა გათვლილი ავტორს...-მოულოდნელობის ეფექტის მოხდენა სურდა...თუ ასეა, ჩემი აზრით ამან არ გაამართლა...ხელოვნური ემოცია იყო...ანუსმიტის აზრს ვიზიარებ მეც...:-*
16. შუშის კაცო, არავის შემოემსხვრეს შენი მინის სხეული სული თუ გული... შენ ნაზი კომენტარები უნდა წერო... ბამბასავით ნაზი... ნუ იქნები უკმეხი თუარა აქ ქვის სროლაც იციან და მიზანსაც არ აცდნენ... :))
"პარდონ" რა თქმა უნდა...
შუშის კაცო, არავის შემოემსხვრეს შენი მინის სხეული სული თუ გული... შენ ნაზი კომენტარები უნდა წერო... ბამბასავით ნაზი... ნუ იქნები უკმეხი თუარა აქ ქვის სროლაც იციან და მიზანსაც არ აცდნენ... :))
"პარდონ" რა თქმა უნდა...
15. მადლობა სამყაროს მიღმა.
mrs.smith ამბობს ჭეშმარიტებას როგორც მივხვდი, შენი აზრით.
მიღებულია. მადლობა სამყაროს მიღმა.
mrs.smith ამბობს ჭეშმარიტებას როგორც მივხვდი, შენი აზრით.
მიღებულია.
14. 12. ამერიკული ფილმის სცენარივითაა. ამერიკული ფილმის იაფფასიანი სცენარივით mrs.smith. 2015-01-17 01:00:51
ჭეშმარიტება მიყვარს რა... :)
წარმატებები 12. ამერიკული ფილმის სცენარივითაა. ამერიკული ფილმის იაფფასიანი სცენარივით mrs.smith. 2015-01-17 01:00:51
ჭეშმარიტება მიყვარს რა... :)
წარმატებები
13. მე აქ სცენარს ვერ ვხედავ, ყოჩაღთ თქვენ mrs.smith
თუნდაც იაფფასიან ამერილულ ფილმის სცენარს თუ გავს ე.ი. რაღაც კუთხით მაინც დადებითია.
გმადლობთ რომ მკითხულობთ. მე აქ სცენარს ვერ ვხედავ, ყოჩაღთ თქვენ mrs.smith
თუნდაც იაფფასიან ამერილულ ფილმის სცენარს თუ გავს ე.ი. რაღაც კუთხით მაინც დადებითია.
გმადლობთ რომ მკითხულობთ.
12. ამერიკული ფილმის სცენარივითაა. ამერიკული ფილმის იაფფასიანი სცენარივით ამერიკული ფილმის სცენარივითაა. ამერიკული ფილმის იაფფასიანი სცენარივით
11. ცხადი რა იყო? :) ცხადი რა იყო? :)
10. ცხადი იყო. თუმცა არანაირი ემოცია არ მოუტანია, რა თქმა უნდა ცხადი იყო. თუმცა არანაირი ემოცია არ მოუტანია, რა თქმა უნდა
9. მე დავწერე ოჰ, იმიტომ რომ შემეშინდა....:))) თან არ მეცალა იმ წამს , ბულგარულ წიწაკას ვჭრიდი...მაცივარი გავაღე, მაიონეზის ქილა გადმოვარდა და გატყდა...მეტის დაწერა ვეღარ მოვასწარი , მომწონს რა თქმა უნდა, საშინელებები მომწონს.
5
მე დავწერე ოჰ, იმიტომ რომ შემეშინდა....:))) თან არ მეცალა იმ წამს , ბულგარულ წიწაკას ვჭრიდი...მაცივარი გავაღე, მაიონეზის ქილა გადმოვარდა და გატყდა...მეტის დაწერა ვეღარ მოვასწარი , მომწონს რა თქმა უნდა, საშინელებები მომწონს.
5
8. მე არ მაინტერესებს სერგეის ვნებანი, ან რამე დაწეროს, უნდა გამაკრიტიკოს უნდა შემაქოს, მთავარია აზრი გამოვიტანო მისი კომენტარიდან, ან საერთოდ ნურაფერს დაწერს.
აჰ და უჰ საკუთარ გვერდზე შეუძლია იხვნეშოს. მე არ მაინტერესებს სერგეის ვნებანი, ან რამე დაწეროს, უნდა გამაკრიტიკოს უნდა შემაქოს, მთავარია აზრი გამოვიტანო მისი კომენტარიდან, ან საერთოდ ნურაფერს დაწერს.
აჰ და უჰ საკუთარ გვერდზე შეუძლია იხვნეშოს.
7. სერგეი, მეტად პრეტენზიული მკითხველი გვყავს.. მხოლოდ ასე, მეფურ წამოძახილებს თუ დასტყუებ.. ^_^ სერგეი, მეტად პრეტენზიული მკითხველი გვყავს.. მხოლოდ ასე, მეფურ წამოძახილებს თუ დასტყუებ.. ^_^
6. რა ოჰ? ან შენი აზრი დაწერე ან ნურაფერს დაწერ. რა ოჰ? ან შენი აზრი დაწერე ან ნურაფერს დაწერ.
4. მადლობა მკითხველს პირველ რიგში იმიტომ რომ დრო დახარჯეს და წაიკითხეს ჩემი მოთხრობა.
თუ მოთხრობამ ინტერესი გაგიჩინათ და ბოლომდე ასე ჩაიკითხეთ ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა უკვე. იმედია ასეც იყო.
jonatan livingstoni, ნათია ჯაფარიძე, ინი კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს გვერდზე.
აქვე ახალ წელს გილოცავთ ყველა საიტის წევრს. მადლობა მკითხველს პირველ რიგში იმიტომ რომ დრო დახარჯეს და წაიკითხეს ჩემი მოთხრობა.
თუ მოთხრობამ ინტერესი გაგიჩინათ და ბოლომდე ასე ჩაიკითხეთ ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა უკვე. იმედია ასეც იყო.
jonatan livingstoni, ნათია ჯაფარიძე, ინი კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს გვერდზე.
აქვე ახალ წელს გილოცავთ ყველა საიტის წევრს.
3. საინტერესო იყო და.. გაიღვიძე დეივი.. საინტერესო იყო და.. გაიღვიძე დეივი..
2. ცოტა კიდევ უნდა გაგრძელებულიყო ) ცოტა კიდევ უნდა გაგრძელებულიყო )
1. რა საშიში მოთხრობა იყო და რა დროულად დასრულდა :)
რა საშიში მოთხრობა იყო და რა დროულად დასრულდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|