ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მახო
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2015


მიყურე თვალებში, მიყურე

მიყურე თვალებში სიცოცხლე,
ისე რომ არფერს ვითხოვდე,

ანათე მზეო, ანათე, აქ საქართველო ილოცებს!
იქუხე ცაო, იქუხე, გული შენდობას ითხოვდეს.

მიყურე თვალებში, მიყურე
სიცოცხლე დარჩენას ფიქრობდეს.

ილოცე გულო, ილოცე
ყოველ წამს შენდობას ითხოვდე.

მიყურე თვალებში, მიყურე
უშენოდ ხე აღარ იფოთლებს,

ითოვე, თეთრად ითოვე,
სულის სიწმინდეს ითხოვდე.

მიყურე თვალებში, მიყურე,
რომ წასვლას აღარსად ვფიქრობდე.

გაშალე ფრთები სიცოცხლე,
ისე, რომ ღრუბელს ფანტავდე,

იფრინე მაღლა და მაღლა,
დაშვებას რომ აღარ ცდილობდე.

ილოცე გულო, ილოცე
ტირილი აღარ გინდოდეს,

გიყვარდეს გულო, გიყვარდეს
აღმართი არ გაშინებდეს

იწამე სულო, იწამე
ღვთის მადლით სულ წინ იარე! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები