თ. ც. -ს
(ძველი ლექსი) ვცდილობ ვუწამლო შენი სულის ყველა იარას, როგორ წავშალო ტკივილები ზოგჯერ არ ვიცი, მაინც რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ აზრი არ აქვს იმაზე წუხილს რაც დამთავრდა,ნუღარ განიცდი. თუ გსურს ზეციდან ჩამოგიტან ნანატრ სამოთხეს, ოღონდ იწამე სასწაულის მე ხომ მჯერა და თუკი წარსულის გაშავებულ ფურცლებს ამოხევ, შენ დაინახავ,რომ სამყარო გადაფერადდა. მოდი,უბრალოდ გაიღიმე,ღიმილით მზიან, სული გაითბე ყოველ დილით ხელებთან ერთად, დაიწყო ისევ ყველაფერი არ არის გვიან, აი,ეს არის რაც მინდოდა ამ ლექსით მეთქვა. როცა ნატკენი აგტკივდება ნაკაწრი სულის, ყინულის ნაცვლად მე გაჩუქებ პატარა იმედს, რომ იყო მართლა ბედნიერი,არ არის რთული მხოლოდ წერტილის ნაცვლად დასვი პატარა მძიმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა ყველას <3 დიდი მადლობა ყველას <3
4. თუკი წარსულის გაშავებულ ფურცლებს ამოხევ-ეს ამოვარჩიე, თუმცა ყველას არ შეუძლია ამოხევა. თუკი წარსულის გაშავებულ ფურცლებს ამოხევ-ეს ამოვარჩიე, თუმცა ყველას არ შეუძლია ამოხევა.
3. თუკი წარსულის გაშავებულ ფურცლებს ამოხევ-ეს ამოვარჩიე, თუმცა ყველას არ შეუძლია ამოხევა. თუკი წარსულის გაშავებულ ფურცლებს ამოხევ-ეს ამოვარჩიე, თუმცა ყველას არ შეუძლია ამოხევა.
2. დაახლოებით მეხუთე ლქსს ვკითხულობ და ყველა ვიღაცას მისტირის. არაფერ შუაში ეს ლექსი ამასთან მაგრამ თან არის. : )
ლექსის ფინალი საერთოდ არ მომეწონა. კლუბ 11 ში რომ დაღესტნურ ტექსტს ასრუულებენ ხოლმე ისეთი იყო : ) დაახლოებით მეხუთე ლქსს ვკითხულობ და ყველა ვიღაცას მისტირის. არაფერ შუაში ეს ლექსი ამასთან მაგრამ თან არის. : )
ლექსის ფინალი საერთოდ არ მომეწონა. კლუბ 11 ში რომ დაღესტნურ ტექსტს ასრუულებენ ხოლმე ისეთი იყო : )
1. +. 09/02/15წელი. ძაიან ლამაზი ლექსია. მეგობრული, იმედის მიმცემი. დამაფიქრებელი მოწოდება, სარწმუნო და სანდო, განსაკუთრებით მუზისათვის. ასეთი მეგობრობა და მეგობრები ნამდვილად არსებობენ დღეს და ეს ძალიან სასიხარულოა. ზოგჯერ ერთ ნათქვამ სიტყვას სიცოცხლის ჩუქება შეუძლია, ზოგს კი..... ნექტარი. +. 09/02/15წელი. ძაიან ლამაზი ლექსია. მეგობრული, იმედის მიმცემი. დამაფიქრებელი მოწოდება, სარწმუნო და სანდო, განსაკუთრებით მუზისათვის. ასეთი მეგობრობა და მეგობრები ნამდვილად არსებობენ დღეს და ეს ძალიან სასიხარულოა. ზოგჯერ ერთ ნათქვამ სიტყვას სიცოცხლის ჩუქება შეუძლია, ზოგს კი..... ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|