 | ავტორი: მახო ჟანრი: პოეზია 9 თებერვალი, 2015 |
ღმერთო შემაშველე სამართალი, ვხედავ ბოროტებას ვეღარ ვებრძვი, გზაზე დაცემულებს ვუყურებ და რავქნა, რომ ვერაფერს მე ვერ ვშველი. გესმის?! ჩემო ღმერთო სული მტკივა, ქვეყნის ბოროტება ალბათ შემშლის! ღმერთო, ნუ მანახებ ამდენ ცოდვილს, ან კი დამეხმარე წამლად ვექცე ყველას ვინც ტკივილებს ვერ იყუჩებს! ღმერთო შემაშველე სამართალი, ძალა განმიახლე თავხედური, მინდა შევძლო ვიქცე ქვეყნის კედლად, ჩავდგე ტკივილსა და კაცთა შორის. ღმერთო დამეხმარე გადავფარო ყველა სიავე და ბოროტება, უფსკრულს გადავხტები, ოღონდ დამარწმუნეთ, რომ ეს საშველია დაკარგულის. ცაზე ღრუბლებია გაფანტული, სუნთქვას მიორმაგებს გაზაფხული, ეხლა ზაფხულამდე დღეებს ვითვლი, იქნებ შემეშველოს ნაკადული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|