ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2015


დაგირეკავ!

_დაგირეკავ თხუთმეტ წუთში და უპასუხე.
_გეუბნები..
_რას მეუბნები.
_აზრი არ აქვს.
_რას არ აქვს აზრიიიი.
_ხმას დაუწიე.ნუ მიყვირი.ქუჩაში ხარ.
_ფეხებზე მკიდია.
_რა?
_ქუჩაში ვარ თუ ტუალეტში.
_კაი.გეკიდოს.
_დაგირეკავ.მიპასუხებ.
_არ გიპასუხებთქო.
_ფუ რა იდიოტი ადამიანი ხარ.
_და კიდე დამირეკო,რომ ასე მელაპარაკო ხო?
_უნდა მიპასუხო,რომ არ გელაპარაკო ასე...
_როგორ გაკლია.
_შენ ხომ გაქვს მეტი.მყოფნის.
_ძალიან მოურიდებელი ხარ.უტაქტო.შენს თავს დააბრალე.
_ისედაც ვაბრალებ.არ მინდა შენი კეთილი რჩევა.არ მჭირდება.
_მოდი რა დავიშალოთ.წადი გამოიძინე.
_შენი საქმე არაა,სად წავალ.რას ვიზამ.
_ხო რასაკვირველია.მერე დამირეკე და ვუპასუხებ ტელეფონს...
_დაგირეკავ და უპასუხებ.
_ჰო,პირველივე ზარზე.
_ნუ მეჯიბრები.
_არანაირად.წავედი მე.ადი სახლში.დაიძინე.
_არ მეძინება.
_წაიკითხე რამე.
_წამოდი და წამიკითხე.
_სახლში უნდა მივიდე.
_ესეც შენი სახლია.
_შენ არ მიდიხარ,მე მეპატიჟები?
_შენთან ერთად მინდა.
_მეც ბევრი რამე მინდა.
_მე?
_გაბრაზებული ვარ.
_ქუჩაში რომ გიყვირე?
_დიახ.
_მერე რა.
_რას ჰქვია მერე რა.
_არაფერს,მოდი ჩამეხუტე...
_თავი დამანებე.არ მინდა.
_მოდი აქ.
_არა.
_მოდი.
_იცოდე,ასე აღარასდროს მოიქცე.
_კაი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები