ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2015


კაეშნის ჟამი

დაჰკიდებია დასავალს ცისას,
ჩქარობს _ ჩაიცვას მან ღამის ძაძა.
იმდენი ხანი დაჰყურებს მიწას,
თითქოსდა უკვე გლოვაშიც გვბაძავს...

ჩამუქებულან ღრუბელთ ქულები,_
ჩამავალ მნათობს ქუფრი უხდება,_
ელოდებიან გარინდულები,
ვიდრე გულებში ჩაეხუტებათ.

ნაცრისფერდდბა ნელ-ნელა ზეცა,
ბინდიც თანდათან უფრო ქუფრდება...
და იძირება ღრუბლებში მზეცა,
მეწამულობაც მიგვიმწუხრდება...

დადგება ღამე _ კაეშნის ჟამი_
ძილის მღვიმეებს შეეხამება...
წყეულ საწუთროს ყოველი წამი,
წყვდიადის ძრწოლას შეეღამება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები