 | ავტორი: ბეს247 ჟანრი: პოეზია 14 მარტი, 2015 |
ვისთვისაც ქალთა დღე მარტო რვა მარტია, მათთვის დამითმია მარტის მილოცვები! ქვეყნად ყოველი დღე ჩემთვის ქალთა დღეა, ყოველ დილით დედის ლოცვით ვიმოსები.
ცხრა თვე გატარებდა, სუსხს არ გაკარებდა, გშობა და სიცოცხლე მისით გაბადია. რამ გაგარვამარტა და რამ გაცალდღევა, ნუთუ მართლა ვერ გრძნობ ქალში რა მადლია?!
უღელს რომ გაგიწევს, აის ერთადერთი, შობს ახალ სიცოცხლეს შენი სიცოცხლიდან, შენი ნაწილია, შენი ცალი ნეკნი, მადლს ვერ დაუფასებ ერთი მილოცვიდან!
დედაღვთისმშობელმა თავად ქრისტე გვიშვა, უფალი, ძე ღმრთისა და ჩვენგან ჯვარცმული, მხსნელი მოგვივლინა, ნუთუ მეტი გინდა, რომ მარადიული ჰპოვო გაზაფხული?!
თქვენთვის თუ ქალთა დღე მხოლოდ რვა მარტია, დაე მიულოცეთ თქვენი მოკლე გულით!_ ჩემთვის სულყოველდღე ქვეყნად ქალთა დღეა, წამიც ნუ მაცოცხლოს ცალნეკნმოკლებული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მე როგორვ რიგითი ქალი, დედა მადლობას გიხდი ამ ლექსისთვის. მე როგორვ რიგითი ქალი, დედა მადლობას გიხდი ამ ლექსისთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|