ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა მელიქიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2015


ლაშა

გადავრჩით.
ყველა ცოცხალია, ვინც კი გიყვარდა,
ხედავ?! როგორი კეთილია შენი სიკვდილი.
გეხვეწებოდით გაგეღვიძა, გთხოვდით დარჩენას,
თან ვღრიალებდით, დავანგრიეთ სახლის კედლები.
ვამბობდით - პირველ თოვლის მოსვლას დაველოდებით,
მერე შენს საფლავს  მხრებით უნდა გადავეფაროთ,
ცამეტ დეკემბერს ითოვებსო - ამბობდნენ სხვები,
ცამეტ დეკემბერს უჩვეულოდ გამოიდარა.
გადავრჩით.
ყველა ცოცხალია, ვინც კი გიყვარდა.
ხედავ?! როგორი კეთილია შენი სიკვდილი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები