დროს ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე ვუწოდოთ შიმშილი, ფერებს უშენობის ჰორიზონტს რომ გასცდა, იმედებს საჩვენოს, ვითვლი ქვიშის საათს რამდენი გრამი აკლდება ღიმილით და გული სითბოს მარცვლებად აგროვებს, ერთად რომ გაჩვენოს... დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებმადე ურჩი ფიქრებია, ახალფეხადგმული ბავშვივით ვიზომავ ნაბიჯებს, მასას მომეტებით ფართო თვალებიდან კითხვის ნიშნები აქვს და ვერამოხსნილი ეს ამოცანები აგიჟებს.... დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე მხოლოდ ნაღველია, ნოემბრის დღეების ჯაჭვი იგრიხება აქ დაუკითხავად, ყველა თრობაზე უფრო ძლიერი სასმელი დაგველია, ღამე ფრიალებენ ქუჩებში ლექსები და წაუკითხავად... დროს ჩახუტებიდან ჩახუტებამდე უწოდე - შიმშილი, ოთახს წვიმისფერი მელოდია მოსავს შავთეთრ კლავიშებად, ბრბოს ცნობისმოყვარე, უტიფარ თვალებში უბრალოდ - სირცხვილი, დილას ფერი დაკრავს შენი თვალების და მიღირს გაგიჟებად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :) ყველაზე გულწრფელი შედარება :) ყველაზე გულწრფელი შედარება
1. დროს ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე ვუწოდოთ შიმშილი
დროს ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე ვუწოდოთ შიმშილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|