ეს მიტოვებული შენობაა, ვიწრო დერეფანი, არ არის ბნელი, არც მარცხნივ ჩამწკრივებული პატარა ოთახები.
რუხია კედლები ფანჯრებიდან კი შემოდის სითეთრე, სასტიკი სითეთრე, მე ვერ ვხედავ ზღვას, მაგრამ ვგრძნობ. ის ამბობს.
ვიწრო დერეფანი უფრო პატარავდება, ეხლები კედლებს, ხავსით გევსება პირი და არწყევ მიწას
ქვემოთ ზღვაა, მან იცის რა მოხდა მდინარის შესართავთან შუაღამისას. შენ კი იმღერე, უდარდელად, როგორც გჩვევია, დღეებმა უკვე მოიტანეს ყველა სათქმელი, ყველა უთქმელი გავატანეთ ქარებს
დიახ, ვიწროა დერეფანი და უფრო მტკივნეული გახდა სხეული,
ჩუმად
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ამ დროს შეიძლება გახვიდე ფანჯრიდან, სასტიკ სითეთრეში..
Fიშოოო :))) ამ დროს შეიძლება გახვიდე ფანჯრიდან, სასტიკ სითეთრეში..
Fიშოოო :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|