 | ავტორი: მ.ჭ. ჟანრი: პროზა 14 მაისი, 2015 |
ყველასგან შორს, მთების სიღრმეში, ტბის პირას მდგარი სახლი ორის საკუთრებაა, ჩვენია. სახლი პატარაა, ამაზე არც ვწუხვართ... დამალვასაც ვერ ვახერხებ, ყველგან მპოულობენ ნაცნობი თვალები...თვალები ამ ტბისა და შემოდგომის ფერი. ირგვლივ სიმშვიდეა... დღისით სახლს ტბაზე არეკლილი მზის სხივები ანათებს, ღამით სანთლების ციმციმი თაფლისფერს ხდის პატარა ფანჯრებს. ჰო, ვარსკვლავები იჭრებიან სახლში. ლამაზია დღეც და ღამეც. წვიმაც უხდება და ორმაგი ცისარტყელაც ცასა და ტბაზე გადაჭიმული. სახლი ხისაა, თითქოს, ერთმანეთის სულის ფიცრებით აგებული, ერწყმის ბუნებას. შენ გადიხარ ყოველ ღამე ტბის ნაპირას, შიშველი გულით ცას ესაუბრები. ვარსკვლავებს ესმით შენი, ერთ ჯგუფად თავსდებიან... უცებ, ერთი სწყდება, შენთვის ეშვება დედამიწაზე. დანარჩენები მარგალიტებად იბნევიან ცაზე და შენს ოცნებებს ერწყმიან. მთვარე კი უსასრულო სინათლეში გამოგზაურებს. ჩვენ მშვიდად გვძინავს ბალახის საბანში... მე მზე მიყვარს. მზე ჩვენი ტბის ოქროსფერი თავსაფარია, ხოლო ხის სახლის მანათობელი. ტბაში ჩახედვა მიყვარს. შენც ჩემთან ერთად იხედები ყოველ დილით. ტბა ცის სარკეა, ჩვენიც. მაგრამ, მეც მაქვს საკუთარი სარკე და შენთან ერთად თვალს ვუჭრი ტბას. მე ჩემი სულის სარკეს გიჩვენებ ანკარა წყალში. შენ ხვდები, რომ ის ტბაზე ღრმაა... ყოველ საღამოს ნავით ვსეირნობთ ტბის ლივლივა ზედაპირზე და იდუმალი კმაყოფილებით ვბრუნდებით ხის სახლში, ჩვენს პატარა სალოცავში. აქ არ ცივა... მწვანეში ჩაფლული პატარა სახლი ადვილად თბება. ჰაერში მინდვრის ყვავილებისა და ბალახის ფოთლების სხივმოსილი, თავბრუდამხვევი სურნელება სრულყოფილს ხდის სამყაროს. პატარა სარკმელში შემოპარული პირველივე სხივით ვიღვიძებთ და მშვიდი მოძრაობით ვეგებებით ყოველ დილას. ეს ჩვენი სიმშვიდეა, ჩვენი ნეტარება, სრულყოფილება... სახლი პატარაა, ამაზე არც ვწუხვართ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი დასაწყისია კარგი დასაწყისია
3. არ მიყვარს პროზა რომელშიც ნაპოეტარი სახეებია ;)
წარმატებები ავტორს! არ მიყვარს პროზა რომელშიც ნაპოეტარი სახეებია ;)
წარმატებები ავტორს!
2. კი ჩანახატია. მადლობა ))) კი ჩანახატია. მადლობა )))
1. როცა პროზას ვხედავ ჟანრს ყოველთვის მინდება მეტი იყოს. ჩანახატია ეს, ლამაზიც ))) როცა პროზას ვხედავ ჟანრს ყოველთვის მინდება მეტი იყოს. ჩანახატია ეს, ლამაზიც )))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|