ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 მაისი, 2015


ნამიანი გვირილები

ავდექი და წავედი!
წვიმდა.
ჭრელი კაბა წამში ამეკრო სხეულზე, თმები გამეწეწა და ფეხშიშველმა გიჟივით დავიწყე ცეკვა მოწყენილ ქალაქში.
ადამიანები გაურბიან წვიმას, ცდილობენ თავი შეაფარონ. მის სილამაზეს და სიხალისეს ნაკლებად ხედავენ ან შორიდან აკვირდებიან. არავინ ცდილობს შეიგრძნოს წვიმა.
თითქოს მარტო მე მსიამოვნებდა თბილი წვეთების თამაში ჩემს სახეზე.
თითქოს, მარტო მე ვარჩევდი თითოეული წვიმის წვეთის ფერს.
სხეულზე წვიმისფერი სამოსი მექსოვებოდა.ჩქარი , ბედნიერი ნაბიჯები არც ერთ გუბეს არ ტოვებდნენ მოუკითხავად.
სამყარო ხარობდა... მეც...
გრილი წვეთები ცხელ გრძნობებს სიამოვნებას ანიჭებდნენ.
წვიმა მიყვარდა, მისი სუნიც კი...
რაღაც გამომარჩევდა სხვებისგან. რაღაც უცნაური...ის რაც მამღერებდა დადუმებულ ქუჩებში, მიმარბენინებდა სადღაც,გაურკვევლად...
რა უცნაური გრძნობები იყრიდა თავს ჩემში... შეუზღუდავი, თავისუფალი გრძნობები...
ეს სულიერი განცდა იყო, აბობოქრებული ლტოლვა, რომელიც მშვენივრად ერწყმოდა წვიმას.
მე კი არა, ბედნიერებას ჰყვარებია წვიმა... მას შესძლებია მისი ნოტებად ქცევა.
აკინძული წვიმის წვეთები გულზე მეფინებოდა. თმას ბუნების სურნელი ასდიოდა და კიდევ უფრო სველი მივრბოდი სადღაც... ბედნიერებისკენ...
სველი ქალაქის ნაცრისფერ კუთხეში მომღიმარი ბიჭი მიცდიდა ნამიანი გვირილებით ხელში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები