ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2015


ყოველთვის როცა...

ყოველთვის როცა მენატრები,
არ ვიცი რას ან რატომ ვფიქრობ
და ამ დროს ვფიცავ საკუთარ თავს- შენით სასვეს,
რომ ამ დროს საერთოდ არაფერს ვითხოვ...

ყოველთვის როცა ვიცი რომ არ ფიქრობ,
მინდა გამოვქარგო ჩემი ფიქრები
და გითხრა რომ სხვებში გიხმობ,
რომ ყველა სხვას მე შენ გითმობ...

ყოველთვის როცა მეკარგები,
ვიცი რომ უფრო მენატრები
მერე დროს ვუშვებ ბრძოლის ველზე
და ჩემს თავს სხვებში ვემალები...

ყოველთვის როცა მინდა გიგრძნო,
ვიხსენებ რომ შენ არ გაგიცნო
წლების წინანდელ ამბებში, ვითომ.
და დაე ბევრჯევ გითხრა არ გიცნობ....

ყოველთვის როცა მახსენდები,
მინდა ავიღო მელოდია,
ცაზე მოვქარგო სცენა და ფარდები,
გადავიკარგო და გითხრა რომ ვვარდები....

ყოველთვის როცა მენატრები !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები