ბრუნავს დედამიწა და ისევ ჯორდანო ამტკიცებ -ტრიალებს სამყარო, რა იცი ჯორდანო, რომ ქვეყნად ტკივილი ამ ბურთის გამხდარა სამსჯავრო... მე ომი წავაგე და ვერც მან მოიგო, მსხვერპლი კი გავიღეთ ყველამ, ოცი საუკუნე მოსთქვამდა მსოფლიო, ოცჯერ დაიღალა ენა... ღერძი დედანიწას უკვე მოაცალეს, სივრცეში დიდ მასად ბრუნავს, შენ სადღაც წარსულში დაეძებ ნაკვალევს, მე კი მომავალი მთრგუნავს... ბრუნავს დედამიწა და ჰოი ჯორდანო, ამტკიცე სამყაროს ტრიალი, რა იცი ჯორდანო, რომ მას ატრიალებს გულების ტკივილი ტიალი...