ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2015


Station Wisła

დაორთქლილ ფანჯრებში გამოჩნდა სადგური ვისლა.
სადგურზე ხმაური... დავშორდი ხალხმრავალ ბაქანს.
და უცხო ქალაქის რელსებზე შემდგარი ნისლი -
=============================================
..დ
........ა
..............ღ
.....................მ
...........................ა
.................................რ
......................................თ
.............................................ზ
....................................................ე
..დ
...........ა
...................ქ
...........................ა
...................................ნ
...........................................დ
....................................................ა
..დ
...........ა
...................ქ
...........................ა
...................................ნ
...........................................დ
....................................................ა
..დ
...........ა
...................ქ
...........................ა
...................................ნ
...........................................დ
....................................................ა
..დ
...........ა
...................ქ
...........................ა
...................................ნ
............................................
სადგურში ვიღაცამ გროშებში მომყიდა ვისკი;
გაბმული მუსიკა მისდევდა რადიო ეთერს,
მერე კი საეჭვოდ მიჩუმდა... ინათა ცისკენ
და ბოლოს ქალაქშიც შეთენდა... შეთენდა. შეთენ...

ქუჩების კვეთასთან ავტობუსს უცდიდა კაცი,
უცნობი ქალისკენ ისვროდა ეჭვების საფანტს.
და უცხო ქალაქში გაწვიმდა... გაწვიმდა... გაწვიმ...
ქარმა კი ქოლგები გაფანტა... გაფანტა... გაფან...

ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლა გართულდა... გართულ...
და ქოლგით წყვილებმაც იმატეს... იმატეს... იმატ...
ეს მზერაც სასტუმროს
=კ
===ი
=====ბ
========ე
===========ე
==============ბ
=================ს






...
და
...






...
აჰყვა... და წაიღო უცნობი ქალაქის წვიმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები